Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ირლანდიაში აბორტის ლეგალიზაციასთან დაკავშიორებული საყოველთაო რეფერენდუმი მიმდინარეობს

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2018-05-25

ირლანდიაში ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის შესახებ კანონის ლიბერალიზაციის მიზნით რეფერენდუმი მიმდინარეობს.

 

ეს არის პირველი ასეთი მცდელობა ბოლო 35 წლის მანძილზე. რეფერენდუმის შედეგები 26 მაისს გახდება ცნობილი, თუმცა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა აბორტის ლეგალიზაციას უჭერს მხარს.

 

აღსანიშნავია, რომ ირლანდიას აქვს ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონმდებლობა აბორტის გამოყენებასთან დაკავშირებით ევროპაში. 2013 წლამდე ქვეყანაში აბორტი ყველა შემთხვევაში იყო აკრძალული, თუმცა მოგვიანებით მცირედი გამონაკლისი დაუშვეს და ორსულობის შეწყვეტა შესაძლებელი გახდა მსოლოდ იმ შემთხვევაში თუ ნაყოფი საფრთხეს უქმნის დედის ჯანმრთელობას.

 

რეფერენდუმზე მოქალაქეებს მოუწევთ გადაწყვიტონ, შეინარჩუნონ თუ არა ირლანდიის კონსტიტუციის მე-8 შესწორება, რომელიც კრძალავს აბორტს ან მხარი დაუჭირონ მის გაუქმებას.

 

 

2018 წლის იანვარში ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ლეო ვარადკარმა აღნიშნული ინიციატივით პარლამენტს მიმართა. ვარადკარი, რომელიც ირლანდიის ლგბტ თემის წარმომადგენელი პირველი პრემიერ–მინისტრია, მიიჩნევს, რომ არსებული კანონი აბორტის შესახებ ადამიანის უფლებებთან წინააღმდეგობაში მოდის.

 

 

 

დღეს ქვეყნის კანონმდებლობით, ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის შემთხვევაში ქალს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამ კანონის გაუქმების მოთხოვნით ირლანდიაში წლებია საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ მარტში ათობით ათასი დემონსტრანტი გამოვიდა დუბლინის ქუჩებში და მოითხოვა აბორტის ლეგალიზაცია ქვეყანაში. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა კანონს აბორტის შესახებ „სასტიკი და არაჰუმანური“ უწოდა. 

წყარო 

ტეგები: ირლანდია რეფერენდუმი აბორტი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker