Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე საბჭოს სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს

კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 
2018-05-25

თბილისის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

 

საბჭოს წევრებმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმას დადებითი რეკომენდაცია მისცეს, რათა დოკუმენტი თბილისის საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იქნეს განხილული.

 

საბჭოს წევრებმა საბჭოს შემადგენლობაში ცვლილება ცნობად მიიღეს. კერძოდ, გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობას საკრებულოს წევრი, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ლევან ჟორჟოლიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მარიკა დარჩიას სამდივნოს უფროსი, ნინელი ფუტკარაძე და თბილისის მერის მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში ნინო ბურძენიძე დაემატა.

 

ამასთანავე, საბჭოს სხდომაზე გენდერული თანასწორობის საბჭოს სამუშაო ჯგუფის ფორმირებაზეც იმსჯელეს. საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით აღნიშნულ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში თბილისის საკრებულოს აპარატის ხუთი და თბილისის მერიის ადმინისტრაციის ექვსი თანამშრომელი შევა.

 

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker