Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ირლანდიაში ეროვნულ რეფერენდუმში მონაწილეთა 66.4%-მა აბორტების სრულ ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2018-05-28

ირლანდიაში ეროვნულ რეფერენდუმში მონაწილეთა 66.4%-მა აბორტების სრულ ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა (ანუ 1.4 მილიონი ადამიანი), 33.6% (დაახლოებით 723 ათასი ამომრჩეველი) კი წინააღმდეგი იყო. ამის შესახებ ტელეარხი ABC News-ი იტყობინება. 

 

აბორტის ლეგალიზაციის მხარდამჭერებმა ქვეყნის ყველა ქალაქში ხმთა უმრავლესობა მოიპოვეს, გარდა ირლანდიის ჩრდილოეთით დონეგალიის დასახლებისა, სადაც რეფერენდუმის მონაწილეთა 51.87% აბორტის წინააღმდეგი იყო. აბორტის მხარდამჭერთა ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლები დუბლინიდან 11 კმ-ის დაშორებით, დუნ ლაარის გარეუბნებში დაფიქსირდა, სადაც აბორტების ლეგალიზებას მხარი გამოკითხულთა 77.06% -ს დაუჭირა.

 

ირლანდიის პრემიერმინისტრი ლეო ვარადკარი კენჭისყრის შედეგებს მიესალმა.

 

"ხალხმა თქვა: გვსურს თანამედროვე კონსტიტუცია თანამედროვე ქვეყნისთვის. ჩვენ ვენდობით ქალებს და პატივს ვცემთ მათ უფლებას, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღონ და სწორი არჩევანი გააკეთონ თავიანთი სამედიცინო მომსახურებით ", - წერს ის Twitter- ის გვერდზე.

 

აბორტი ირლანდიაში 1983 წელს აიკრძალა. მას შემდეგ ადგილობრივ კონსტიტუციაში შესწორება შევიდა ძალაში, სადაც აღნიშნულია, რომ დედას და ახალშობილს "სიცოცხლის თანაბარი უფლება აქვთ". თუმცა, 2013 წელს ირლანდიაში აბორტი ნაწილობრივ დაკანონდა - ირლანდიის ხელისუფლებამ მხოლოდ სამედიცინო მიზეზებით განხორციელება დაუშვა- თუ ორსულობა ქალის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა. ირლანდიის კათოლიკური ეკლესია შესწორების გაუქმებას ეწინააღმდეგება.

 

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker