Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ახალ ზელანდიაში ყოფილ სექს-მუშაკს რაინდის წოდება მიანიჭეს

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2018-06-06

ყოფილ სექს-მუშაკს კატრინ ჰილის, რომელიც ახალ ზელანდიაში პროსტიტუციის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებული კამპანიის ერთ–ერთი ლიდერი იყო, რაინდის წოდება მიანიჭეს.

 

ის დაჯილდოვებულია ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და წარმატებებისთვის, რომელიც მის პროფესიულ საქმიანობაში იყო მიღწეული.

 

1980-იან წლებში კატრინ ჰილი სკოლის მასწავლებლად მუშაობდა, შემდეგ კი სექს– მუშაკი გახდა. კატრინის განაცხადებით, ის გაოცებული იყო იმით, რომ სექს– მუშაკებს კანონმდებლობით არანაირი უფლებები არ გააჩნდათ მის ქვეყანაში.

 

1987 წელს კატრინ ჰილიმ შექმნა ორგანიზაცია სახელწოდებით "New Zealand Prostitutes Collective" (NZPC), რომელიც სექს– მუშაკთა უფლებებს იცავდა.

 

NZPC–ის წევრები მონაწილეობდნენ პროსტიტუციის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის შემუშავებაში, რომელიც 2003 წელს იქნა მიღებული და ჰილი კოორდინაციას უწევდა სამუშაო ჯგუფის მუშაობას. რეფორმის შემდეგ, ახალ ზელანდიაში ბორდელები ლეგალური გახდა. კანონის თანახმად, სექს– მუშაკებზე ვრცელდება ყველა ის უფლებები და უსაფრთხოების წესები სამუშაო ადგილებზე, რაც ქვეყანაში შრომითი კანონმდებლობით არის განსაზღვრული.

 

კეტრინ ჰილი ამბობს, რომ რაინდის წოდება ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის, მაგრამ აღნიშნავს, რომ სექს– მუშაკთა უფლებების დაცვის კუთხით მუშაობა ჯერ არ დასრულებულა.

 

"ვფიქრობ, რომ დანარჩენი ქვეყნები ახალი ზელანდიის მაგალითს უნდა მიჰყვნენ: ჩვენ არ უნდა ვუარყოფდეთ სექს–მუშაკებს და მათი მუშაობა კიდევ უფრო უსაფთხო უნდა გავხადოთ", - განაცხადა ჰილიმ.

 

ახალ ზელანდიაში რაინდის წოდებას დედოფალი ელისაბედ II პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციის საფუძველზე ამტკიცებს.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker