Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

CEDAW-კომიტეტში საქართველოს წარმომადგენელი მეორედ აირჩიეს

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2018-06-08

2018 წლის 7 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის წევრი ქვეყნების მე-20 შეხვედრაზე გამართულ არჩევნებში, საქართველოს კანდიდატი, დოქტორი ლია ნადარაია, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (CEDAW) წევრად იქნა არჩეული, 2019-2022 წლების ვადით.

 

 

აღსანიშნავია, რომ დოქტორი ლია ნადარაია ამჟამად არის აღნიშნული კომიტეტის წევრი 2015-2018 წლების პერიოდით.

 

აქართველოსთან ერთად, კომიტეტში არსებულ 12 ვაკანტურ ადგილზე წარდგენილი იყო 16 ქვეყნის კანდიდატი.

 

არჩევნების შედეგად, კომიტეტის წევრებად არჩეულ იქნა შემდეგი ქვეყნების მიერ წარდგენილი ექსპერტები: საქართველო, აზერბაიჯანი, ალჟირი, ბულგარეთი, ბურკინა ფასო, ეგვიპტე, ესპანეთი, იაპონია, მავრიკი, პერუ, საუდის არაბეთი, ტრინიდადი და ტობაგო.

 

ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში შესაბამისი კომპეტენციის მქონე 23 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შედგება და ზედამხედველობას უწევს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის შესრულებას. აღნიშნული კომიტეტი ასევე განიხილავს კონვენციის დებულებების განსახორციელებლად გადადგმული ნაბიჯების თაობაზე კონვენციის წევრი სახელმწიფოების მიერ პერიოდულად წარდგენილ ანგარიშებს.

 

 

უკანასკნელ პერიოდში საქართველო კიდევ უფრო აქტიურად ჩაება ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის საერთაშორისო ძალისხმევაში. ამას ადასტურებს მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს არჩევა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის (UN-Women) აღმასრულებელი საბჭოს წევრად 2019-2021 წწ. ვადით და აგრეთვე, ა.წ. მაისში ქართველი კანდიდატის, ბ-ნი ვლადიმერ მკერვალიშვილის არჩევა ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის (GREVIO) წევრად 2018-2022 წწ. პერიოდით.

 

 

 


წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker