Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ინტერნეტის გამოყენება, როგორც არასასურველი ორსულობის შეწყვეტის ერთ–ერთი მეთოდი

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2018-06-08

ბოლო ათწლეულის მანძილზე მსოფლიოში ინტერნეტით ორსულობის შეწყვეტის აბებზე მოთხოვნილება გაორმაგდა. ამის შესახებ კვლევას BBC აქვეყნებს.

 

BBC –ის კვლევა მოიცავდა საძიებო სისტემაში აბორტზე ყველაზე ხშირად დასმული კითხვებისა და ამ მიმართულებით Google- ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესწავლას.

 

კვლევის მიხედვით, ქალები უფრო მეტად იყენებენ ახალ ტექნოლოგიებს, რათა გვერდი აუარონ აბორტზე აკრძალვებს ბევრ ქვეყანაში. ციფრულ ეპოქაში, არალეგალური აბორტები სახლში კომპიუტერთან ან სმარტფონის ეკრანთან იწყება.
ქვეყნებში, სადაც აბორტი კანონით არის აკრძალული, ინტერნეტ– ქსელში მიზოპროსტოლს (მედიკამენტური აბორტისთვის აბის დასახელება) 10–ჯერ უფრო ხშირად ეძებენ, ვიდრე ამ კუთხით უფრო ლიბერალურ ქვეყნებში.

 

Google- ის მონაცემების თანახმად, ქსელში მიზოპროსტოლის ძიების ლიდერია ორი ქვეყანა: განა და ნიგერია.

 

განაში აბორტი ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორსულობა მოხდა გაუპატიურების ან ინცესტის გამო, თუ ის საფრთხეს უქმნის ქალის ფსიქიკურ ჯანმრთელობას ან ნაყოფი დაზიანებულია.

 

ნიგერიაში კი, კანონი უფრო მკაცრია: აბორტი დაშვებულია მხოლოდ ქალის სიცოცხლის გადარჩენის მიზნით.

 

კვლევის მიხედვით, 25 ქვეყნიდან, რომლებშიც ფიქსირდება ინტერნეტით მიზოპროსტოლის ძიების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი , 11 მდებარეობს აფრიკაში, ხოლო 14 ლათინურ ამერიკაში. ამ 25 სახელმწიფოდან თითქმის ყველაში  - გარდა ზამბიასა და მოზამბიკის - აბორტი ან სრულად არის აკრძალული, ან დასაშვებია მხოლოდ ქალთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის შემთხვევაში.

 

ირლანდიაში, მედიკამენტური აბორტისთვის ქალი ისჯება თავისუფლების აღკვეთით 14 წლის ვადით. თუმცა, 2018 წლის მაისში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, კანონი შეიცვლება, თუმცა, ჯერჯერობით, ის მაინც მოქმედებს.

 

ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ლეო ვარადკარმა, რომელმაც თავად დაუჭირა მხარი კანონმდებლობის ლიბერალიზაციას, განაცხადა, რომ მკაცრი აკრძალვა ამ წლის ბოლომდე გაუქმდება.

 

კვლევის მიხედვით, თითქმის ყველა ქვეყანაში, Google–ში ყველაზე ხშირად მომხმარებელი ეძებს აბებს აბორტისთვის. ქვეყნების 2/3–ში მომხმარებლები კითხულობებ, თუ როგორ გამოიწვიონ ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა. ყველაზე ხშირად დასმული კითხვებიდან კი, მესამე ადგილს იკავებს მიზოპროსტოლის გამოყენებისა და დოზირების შესახებ კითხვები.

 

ინტერნეტში მედიკამენტების გარდა, ქალები ასევე ეძებენ ორსულობის შეწყვეტის ალტერნატიულ მეთოდებსაც. "შეწყვეტასთან" ერთად ყველაზე ხშირად მომხმარებლები წერენ სიტყვებს: "ოხრახუში", "დარიჩინი", " C ვიტამინი ". საძიებო სისტემაში ასევე ხშირად წერენ ფრაზას: „ორსულობის შეწყვეტის ხალხური მეთოდები“. 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით არც ერთი "ხალხური მეთოდი" არ ითვლება უსაფთხოდ. ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში 55 მილიონი აბორტი კეთდება და თითქმის ნახევარი - დაახლოებით 25 მილიონი, ქალების სიცოცხლისთვის სახიფათო მეთოდით ტარდება.

 

სამედიცინო ზედამხედველობის გარეშე მიზოპროსტოლის გამოყენებაც კი შესაძლოა რისკის შემცვლელი იყოს. 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, მსოფლიოში აბორტების დაახლოებით 14% უკიდურესად სახიფათო მეთოდებით კეთდება. ეს ნიშნავს იმას, რომ აბორტს აკეთებენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ სათანადო სამედიცინო განათლება და გამოცდილება. 

 

ყოველწლიურად აბორტის შემდგომ გართულებებისგან სულ მცირე 22,800 ქალი იღუპება. ამ მონაცემებს  ამერიკული გუტმახერის ინსტიტუტი აქვეყნებს, რომელმაც 2018 წელს ჩაატარა კვლევა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში.

წყარო 

ტეგები: აბორტი ინტერნეტი კვლევა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker