Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

არგენტინის დეპუტატთა პალატაში აბორტის ლეგალიზაციის კანონპროექტს უყრიან კენჭს

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2018-06-14

არგენტინის დეპუტატთა პალატაში მიმდინარეობს ქვეყნისთვის ისტორიული კანონპროექტის ხმის მიცემის პროცედურა, რომელიც მხარდაჭერის შემთხვევაში აბორტის ლეგალიზაციას დააკანონებს. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი La Nación ავრცელებს.

 

კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლში.

 

დეპუტატებმა უნდა გადაწყვიტონ მოახდინონ თუ არა აბორტის ლეგალიზაცია ორსულობის პირველ 14 კვირაში. კანონპროექტის დასამტკიცებლად და სენატში გადასაგზავნად, საჭიროა დეპუტატთა 129 ხმა.

 

არგენტინის დედაქალაქში, ბუენოს– აირესში, პარლამენტის შენობის წინ ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რომელიც დეპუტატთა გადაწყვეტილებას ელოდება.

 

 


 

ლათინურ ამერიკაში აბორტი ლეგალიზებულია მხოლოდ ურუგვაისა და კუბაში. სხვა ქვეყნებში კი ის დაშვებულია მხოლოდ მაშინ,  როცა ორსულობა საფრთხეს უქმნის დედის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ელ სალვადორში, ჰონდურასში და ნიკარაგუაში აბორტი ნებისმიერ შემთხვევაშია აკრძალული.

 

დღეისათვის არგენტინაში აბორტი არის სისხლის სამართლის დანაშაული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ორსულობა საფრთხეს უქმნის დედის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან გაუპატიურების შედეგია.

 

ივნისის დასაწყისში აბორტის ლეგალიზაციის მოთხოვნით არგენტინაში მრავალათასიანი  დემონსტრაციები გაიმართა. მოძრაობა 2015 წელს დაიწყო, როგორც პროტესტი ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ.

 

განსაკუთრებით აქტუალური ეს საკითხი მას შემდეგ გახდა, რაც საზოგადოებამ 10 წლის გოგონას ორსულობის შესახებ შეიტყო, რომელიც ერთ-ერთ პროვინციაში 21 კვირის ორსული კლინიკაში მიიყვანეს. ბავშვი მამინაცვალმა გააუპატიურა, თუმცა ადგილობრივი შტატის კანონმდებლობით, 12 კვირის შემდეგ გაუპატიურების შემთხვევაშიც კი აბორტის გაკეთება აკრძალულია.

 

 

შემთხვევამ არგენტინელი საზოგადოება შოკში ჩააგდო. აბორტის ლეგალიზაციის მხარდამჭერები ქუჩაში გამოვიდნენ და კანონის სასწრაფო შეცვლა მოითხოვეს.

 

გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, არგენტინაში ყოველწლიურად 2,700 არასრულწლოვანი გოგონა ფეხმძიმდება და 500 ათასი არალეგალური აბორტი კეთდება.

 

Amnesty International- ის მონაცემებით, არგენტინის 24-დან 17 პროვინციაში ორსულთა შორის სიკვდილიანობის ძირითად მიზეზს წარმოადგენს გართულებები, არალეგალური აბორტების გამო.

ტეგები: არგენტინა აბორტი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker