Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

იულია ტიმოშენკო უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 
2018-06-21

უკრაინის ოპოზიციური პარტიის ბატკივშინას ლიდერი, იულია ტიმოშენკო 2019 წელს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას Unian ავრცელებს.

 

ტიმოშენკოს თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს არა იმისათვის, რომ "ავტორიტარიზმი დაამარცხონ", არამედ იმისათვის, რომ რეფერენდუმით უკრაინის ახალი კონსტიტუცია მიიღონ.

 

"აუცილებელია ძალაუფლების დემონოპოლიზირება. ერთი მხრივ, სტრატეგიის აღსრულების მხრივ გავხადოთ უფრო ძლიერი და, მეორე მხრივ, საზოგადოების კონტროლის ქვეშ კარგად დავაბალანსოთ", - განაცხადა ტიმოშენკომ.

 

იულია ტიმოშენკო უკრაინაში ნარინჯისფერი რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ტიმოშენკო არის უკრაინის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქალი პრემიერ-მინისტრი.

 

2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც ტიმოშენკო ვიქტორ იანუკოვიჩთან დამარცხდა. ამის შემდეგ ტიმოშენკოს წინააღმდეგ რამდენიმე საქმე აღიძრა. 2011 წელს ის დააკავეს და შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ევროპის პარლამენტმა რამდენიმე რეზოლუციაში აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი პოლიტპატიმარი იყო.

 

2014 წელს კი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ტიმოშენკო საპატიმროდან გამოვიდა. ამავე წელს მას საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, სადაც ხმების 12,81 პროცენტით მეორე ადგილი დაიკავა.

 

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker