Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ტრენინგი "გენდერული თანასწორობა ადგილობრივ დონეზე"

კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 
2018-06-27

12 ივნისს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ტრენინგი ,,გენდერული თანასწორობა ადგილობრივ დონეზე“.

 

ტრენინგის მიზანი იყო ხობის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების მიმღები პირების ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებებისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხზე.

 

ტრენინგს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოსა და მერიის საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.

 

ქალთა საინფორმაციო ცენტრი მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობს თვითმმართველობებთან გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაციის მიმართულებით. ხელს უწყობს მუნიციპალიტეტებს და ეხმარება გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის შექმნასა და გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.

 

ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროექტის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში ჩატარდა.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker