კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 2018-06-27
18-20 მაისს გაიმართა სამუშო შეხვედრა “გენდერული თანასწორობა თბილისის მუნიციპალიტეტში“. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის მერიის გადაწყვეტილების მიმღები პირები და თბილისის რაიონის გამგებლები.
შეხვედრა მიზნად ისახავდა გენდერული თანასწორობის შესახებ მონაწილეთა ცნობიერების გაზრდას, ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების მიმოხილვასა და თბილისის მუნიციპალიტეტის სამოქმედო გეგმის განხილვას.
ტრენინგი ორგანიზებული იყო ქალაქ თბილისის მერიის, ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროექტის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში ჩატარდა. |