Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ჟურნალმა Time-მა ინტერნეტის 25–ი ყველაზე გავლენიანი ადამიანის სია გამოაქვეყნა

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2018-07-03

ჟურნალ Time–მა ინტერნეტის 25 ყველაზე გავლენიანი ადამიანის წლიური რეიტინგი გამოქვეყნა.

ჟურნალნმა ინტერნეტ-გავლენა მათი გამომწერებისა და გამოხმაურებების რაოდენობით დაითვალა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სიაში საუდის არაბეთის მკვიდრი, ბლოგერი და ქალთა უფლებების დამცველი  ემან ალ-ნაფჯანი მოხვდა. 24 ივნისს სამეფოში, ქალებს საბოლოოდ მანქანის ტარების უფლება მისცეს, მაგრამ აქტივისტმა ეს დღე ციხეში აღნიშნა.

 

 

 

სიაში ასევე შევიდნენ ფილიპინელი ქალები, რომლებმაც ორგანიზება გაუწიეს ონლაინ მოძრაობას #BabaeAko პრეზიდენტ როდრიგო დუტერტის წინააღმდეგ.  პრეზიდენტი არის ცნობილი თავისი სექსისტური განცხადებებით. ასევე, ფართოდ გავრცელდა ისტორია, როდესაც მან ოფიციალურ ღონისძიებაზე წიგნის გადაცემის ცერემონიალზე ქალი სცენაზე მიიწვია და ტუჩებში აკოცა.

 

 

 

აშშ-ში 2018 წელს ინტერნეტში დიდი გავლენა მოიპოვეს პარკლენდის სკოლის მოსწავლეებმა  - ფლორიდაში სროლის დროს დაღუპული ბავშვების მეგობრებმა და თანაკლასელებმა. მათ ორგანიზება გაუწიეს მოძრაობას, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მასობრივ აქციებში გადაიზარდა. ჯგუფის მიზანია, ახალი კანონის მიღება, რომელიც იარაღის გაყიდვის კონტროლთან არის დაკავშირებული.

 

ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც ამ სიაშია, არის აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც Twitter-ის აქტიური მომხმარებელია და სოციალური ქსელის მეშვეობით ხშირად პოლიტიკურ ანონსებსა და განცხადებებს აკეთებს. 

 

ასევე, სიაში მოხვდნენ მომღერლები: რიანა, რეპერი კანიე ვესტი, რომელმაც ამ წელს გადაწყვიტა სოციალურ ქსელში დაბრუნება და "ფილოსოფიური" რომანის წერა დაიწყო.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker