Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ქუვეითელი ბლოგერი მონა-მფლობელური კომენტარების შემდეგ სკანდალში გაეხვა

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2018-07-25

ცნობილი ქუვეითელი ბლოგერი სონდოს ალ-კატანი სკანდალში გაეხვა. მან უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ქვეყნის ხელისიფლებამ მიგრანტ - მსახურებს ახალი უფლებები მიანიჭა. უფლებადამცველები გააღიზიანა სონდოსის მოსაზრებამ ფილიპინელი მიგრანტების შესახებ და ბლოგერი მონა-მფლობელობის წახალისებაში დაადანაშაულა. თუმცა ბლოგერი ამბობს, რომ კრიტიკოსები უბრალოდ სათანადოთ ვერ აფასებენ სიტუაციას ქუვეითში.

 

სონდოს ალ-კატანი ახლო აღმოსავლეთის სტილის გურუა. მისი Instagram-ი 2.3 მილიონ მომხმარებელს ითვლის, მისი წიგნები კოსმეტოლოგიაზე და მოდაზე წარმოუდგენლად პოპულარულია ქუვეითში.

 

ივლისის შუა რიცხვებში მან თავისი ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც აღშფოთებას გამოთქვამს ცვლილებების გამო, რადგან ახლა ფილიპინელ მსახურებს უფლება ექნებათ იქონიონ თავიანთი პასპორტი და კვირაში ერთხელ დაისვენონ.

 

სონდოსი დარწმუნებულია, რომ ყველა ადამიანს თანაბარი უფლებები გააჩნია, თუმცა ვერ წარმოუდგენია, რომ მის მსახურებს ასეთი უფლებები ექნებათ.

 

„დასვენება კვირაში ერთხელ - ეს არის ოთხი დღე თვის განმავლობაში. დღეები, როდესაც მას შეუძლია წავიდეს სადმე.  და ჩვენ არ ვიცით, რას გააკეთებს ის ამ დროს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პასპორტი ექნება ხელში. თქვენს მსახურებს პასპორტი აქვთ? თუ ისინი გაქცევას დააპირებენ და დაბრუნდებიან თავიანთ ქვეყანაში, ვინ დამიბრუნებს ჩემ ფულს? აღარ მინდა ფილიპინელი მსახური სახლში“- ამბობს ბლოგერი თავის მიმართვაში.

 

Instagram-ის მომხმარებელმა გააკრიტიკა ალკატანი და უმრავლესობამ აღნიშნა, რომ მას სურს არა მსახური, არამედ მონა.

 

„მსახური არ არის ნივთი. ყველას მათგანს აქვს უფლებები, მათ შორის პასპორტის ქონის და დასვენების დღის უფლება“- დაწერეს მომხმარებლებმა კომენტარებში.
ცნობილმა ბრენდებმა Max Factor Arabia-ამ და MAC-მა განაცხადეს, რომ აპირებენ შეწყვიტონ კონტრაქტი სონდოსთან.

 

კრიტიკის შემდეგ ბლოგერმა წაშალა თავისი პოსტი, თუმცა ვიდეო გავრცელდა სხვა სოციალურ ქსელებში, მაგალითად YouTube-ზე. სონდოსმა ასევე დასძინა, რომ ქუვეითის მოსახლეობის უმრავლესობა ეთანხმება მის პოზიციას.

 

 

ქუვეითი ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია მსოფლიოში. გასაკვირი არ არის, რომ აქ სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია, ცხოვრებისა და შემოსავლების მაღალი დონე, განვითარებული ინფრასტრუქტურა, უმუშევრობის დაბალი მაჩვენებელია. ქვეყანა იზიდავს უამრავ მიგრანტს, განსაკუთრებით მეზობელი ქვეყნებიდან.

 

ქვეყანაში დაახლოვებით 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და 700 ათასი მიგრანტი მუშაობს, აქედან 250 ათასი ფილიპინელია.

 

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker