Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

დაინიშნება თუ არა საქართველოში ქალი–გუბერნატორები?

კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 
2018-07-27

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორები თანამდებობიდან გაანთავისუფლა.

 

„ჩვენ მთლიანად ვცვლით რეგიონალური მართვის სისტემას. გადავდივართ ახალ რეჟიმზე და ახალ სტრუქტურაზე“– განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

 

ჯერჯერობით უცნობია ვინ დაიკავებს რწმუნებული– გუბერნატორების თანამდებობებს და დაინიშნება თუ არა ამ პოსტზე ქალი?

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში დღემდე გუბერნატორის თანამდებობაზე არც ერთი ქალი არ იყო წარმოდგენილი.

 

2017 წელს საკონსტიტუციო რეფორმის ჭრილში, კონსტიტუციური პრინციპის დონეზე, სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ზომების მიღების ვალდებულება იქნა განსაზღვრული, რომელიც აღმოფხვრის ქალებისა და კაცების უთანასწორობას და არსებითი თანასწორობის ხელშემწყოფი იქნება.

 

ასევე ქალთა მიმართ ყოველგვარი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის (CEDAW) ფარგლებში შექმნილი კომიტეტის 2014 წლის 18 ივლისის სავალდებულო რეკომენდაციების თანახმად,  სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker