კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 2018-08-07
3 აგვისტოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია. წარმომადგენლობითმა ორგანოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 25 საკითხზე იმსჯელეს.
სხდომებზე ერთ–ერთ საკითხად განიხილეს და დაამტკიცეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მომზადდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ მხარდაჭერით. წარმოდგენილი განკარგულების პროექტით გაწერილია კანონით გათვალისწინებული ის აუცილებელი ღონისძიებები, რომლებიც უნდა გატარდეს მუნიციპალიტეტის მხრიდან გენდერულ ჭრილში, გეგმით დადგენილ პერიოდში.
გენდერული პოლიტიკის გაძლიერებისა და ადგილობრივ დონეზე გენდერული ინსტიტუციური მექანიზმების ჩამოყალიბების მიზნით, ქალთა საინფორმაციო ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს ლაგოდეხის საკრებულოსთან და მერიასთან.
|