Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 
2018-09-03

31 აგვისტოს  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ჩალათაშვილი. დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი კენჭისყრის შედეგად გადაწყვეტილ იქნა დადებითად ხმათა უმრავლესბით.

 

სხდომაზე ერთ–ერთ საკითხად განიხილეს და დაამტკიცეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მომზადდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ მხარდაჭერით.

 

წარმოდგენილი განკარგულების პროექტით გაწერილია კანონით გათვალისწინებული ის აუცილებელი ღონისძიებები, რომლებიც უნდა გატარდეს მუნიციპალიტეტის მხრიდან გენდერულ ჭრილში, გეგმით დადგენილ პერიოდში.

 

ქალთა საინფორმაციო ცენტრი გენდერული პოლიტიკის გაძლიერებისა და ადგილობრივ დონეზე გენდერული ინსტიტუციური მექანიზმების ჩამოყალიბების მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს საგარეჯოს საკრებულოსთან და მერიასთან.

 

ქალთა საინფორმაციო ცენტრი ახორციელებს პროექტს „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე“. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაციას ადგილობრივ დონეზე. პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროექტის „გენდერული თანასწორობისთვის“

ტეგები: საგარეჯო მუნიციპალიტეტი საკრებულო გენდერული თანასწორობა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker