კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 2018-09-07
6-7 სექტემბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი ,,გენდერული თანასწორობა ადგილობრივ დონეზე“. ქალთა საინფორმაციო ცენტრი მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობს თვითმმართველობებთან გენდერული თანასწორობის პოლიტიკის მიმართულებით. ტრენინგის მიზანი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების, გენდერული მეინსტრიმინგის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიზანია გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაციის ხელშეწყობა .
შეხვედრას ესწრებოდნენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ხატიაშვილი, რომელიც ამავე დროს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეცაა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი, მერის მოადგილე თეიმურაზ ბალარჯიშვილი, გენდერული თანსწორობის საბჭოს წევრები,საკრებულოს აპარატისა და მერიის თანამშრომლები.
ტრენინგი ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროექტის "გენდერული თანასწორობისათვის" ფარგლებში.
|