Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მუნიციპალური გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმები - მდგომარეობა ამ მომენტისთვის

კატეგორია: ექსკლუზივი 
2018-09-20

2017-2018 წლებში საქართველოს თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვა დაიწყო. ამ მიზნით ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოებში გენდერული საბჭოები შეიქმნა, მერიებში კი დაინიშნა გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმებელი პირი.

 

ამ პროცესში, აქტიურ მონაწილეობას ქალთა საინფორმაციო ცენტრი და ორგანიზაციის ექსპერტები ღებულობენ. ორგანიზაცია მუშაობს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტთან, კონსულტაციასა და რეკომენდაციებს უწევს თვითმმართველობის ორგანოებს გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში. 

 

დღეს სამოქმედო გეგმები საქართველოს 65 მუნიციპალიტეტშია შემუშავებული. დოკუმენტები სამ პრიორიტეტულ მიმართულებას მოიცავს: გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისათვის მდგრადი ინსტიტუციური, სამართლებრივი და ორგანიზაციული მექანიზმების შექმნა; მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, პროგრამების და პროექტების დაგეგმა და განხორციელება ქალების და კაცების, ბიჭების და გოგონების საჭიროებების გათვალისწინებით; გენდერული თანასწორობის პრინციპების შესახებ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა.

 

გეგმებში გათვალისწინებულია ის აუცილებელი ღონისძიებები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის უზრუნველსაყოფად უნდა გატარდეს.

 

ამ ეტაპზე გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმები 32 -მა მუნიციპალიტეტმა დაამტკიცა და ეს პროცესი გრძელდება.

 

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტებში, სადაც დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლოება ცხოვრობს სამოქმედო გეგმები ითვალისწინებს  ღონისძიებებს, რომელიც  „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განსახორციელებელი ეროვნული სამოქმედო გეგმით არის გათვალისწინებული.

 

 

თუ რა სიტუაციაა ამ მომენტისთვის მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის გეგმების მიღება/დამტკიცებისა და ამ დოკუმენტებში „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განსახორციელებელი ეროვნული სამოქმედო გეგმის  ლოკალიზაციის კუთხით იხილეთ ინფორგაფიკის მეშვეობით:

 

 

 

 

 

ინფოგრაფიკა მომზადსებულია გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში.

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker