Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მსოფლიოს უმსხვილესი ინტერნეტ საძიებო გიგანტი დღეს იუბილარია - Google 20 წლისაა

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2018-09-27

მას შემდეგ, რაც ინტერნეტ სივრცეში, Google Search პირველად გამოჩნდა, 20 წელი გავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში, ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემა განახლდა და ახალი ფუნქციები დაემატა. ხელოვნური ინტელექტის (AI) საშუალებით, Google Search ავტომატურად ახარისხებს თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას და ამავდროულად, ქმნის ახალ კონტენტს უკვე არსებული რესურსებიდან.

 

გთავაზობთ 14 უცნობ ფაქტს "გუგლის" შესახებ:

 

სინამდვილეში არავინ იცის, რეალურად რამდენი წლის არის "გუგლი". კომპანიას ექვსი დაბადების დღე აქვს, თუმცა გადაწყვიტეს, რომ იუბილე 27 სექტემბერს იზეიმონ. საძიებო გიგანტის ერთ-ერთი პოტენციური დაბადების თარიღი 1995 წელია.

 

"გუგლის" კამპუსში ტირანოზავრის გიგანტური ფიტულია აღმართული, რომელიც თანამშრომლებს ყოველდღიურად ახსენებს, რომ არავის მისცენ კომპანიის გადაშენების საშუალება. ტირანოზავრის თამაში გუგლ ქრომზეცაა დამალული. როდესაც ქრომს ინტერნეტი არ მიეწოდება, ბრაუზერზე პატარა დინოზავრი ისახება. თუ space ღილაკს დააჭერთ, გაააქტიურებთ თამაშს, რომელშიც დინოზავრის დაბრკოლებებისთვის არიდება მოგიწევთ.

 

საძიებო გიგანტი თითქმის ყოველ კვირა ერთ ახალ კომპანიას ყიდულობს. უმეტესობა მათგანი მცირე კომპანიებია, თუმცა არის რამდენიმე მსხვილი კომპანიაც.

 

"იღბალს მივენდობი" - ეს ღილაკი კომპანიას წელიწადში ათეულობით მილიონი დოლარი უჯდება. მსგავსი ძიების დროს გუგლის რეკლამები არ ჩნდება, ამასთან სიტყვის ჩაწერისას უკვე იწყება შედეგების გამოჩენა. მართალია ეს ღილაკი მხოლოდ გართობისთვისაა, მაგრამ გართობაკომპანიას ძალიან ძვირი უჯდება.

 

"გუგლი“" დღეს მსოფლიოში ინფორმაციის ერთ-ერთი უმსხვილესი საცავია, რომელსაც სერვერებისთვის დიდი შენობები სჭირდება. თუმცა დასაწყისში, მისი პირველი საცავი ლეგოსგან შექმნილი კონტეინერი იყო. 

 


გუგლი დიდ თანხებს უხდის იმ ადამიანების ოჯახის წევრებს, რომლებიც "გუგლში" სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპნენ. გარდაცვლილის მეუღლე ათი წლის მანძილზე დაღუპულის შემოსავლის 50 პროცენტს იღებს, ბავშვები კი მანამდე იღებენ ფულს, სანამ სრულწლოვნები გახდებიან.

 

2013 წლის 19 აგვისტოს "გუგლმა" 5 წუთით შეწყვიტა მუშაობა და მსოფლიო ტრაფიკის 40 პროცენტი შეიწირა.

 

"გუგლს" დიდი და გამწვანებული ოფისები აქვს. ამ ოფისების ტერიტორიაზე იმდენი ბალახია, რომ მათი მანქანით გაკრეჭის ნაცვლად, კომპანია თხებს ქირაობს გაზონის მოსაწესრიგებლად.


"გუგლის' ოფისებში ძაღლებით შესვლა ნებადართულია. გარდა ამისა, ძაღლის მიყვანა სამსახურში თანამშრომლებსაც შეუძლიათ. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ძაღლები თანამშრომლებს უფრო აბედნიერებენ.

 

 
თავდაპირველად, საძიებო გიგანტის ჩაშვების პირველ წლებში ლოგო მარცხნივ იყო გადახრილი. 2001 წლიდან კი ლოგომ ცენტრისკენ გადაინაცვლა. მას შემდეგ ლოგოზე პატარა ცვლილებები, როგორიც ასოების მოხაზულობა, ფონტი და სხვა გარე თვალისთვის შეუმჩნეველი დეტალებია, გამუდმებით ხორციელდება.

 

ცვლილებები „გუგლის“ სრულ სახელსაც ეხება. ყველაზე დიდი ცვლილება ბოლო წლებში კომპანიის სახელის შეცვლა იყო, რომელსაც Alphabet ეწოდა. ყველაფერი, რასაც გუგლი ფლობდა, გადავიდა "ანბანის" მფლობელობაში, რომელსაც აგრეთვე გუგლი ფლობს.

 

ყოველ 1 წამში Google-ზე 11 600-ზე მეტი ძიება ფიქსირდება 146 ენაზე

 


სიტყვა Google არის სიტყვა Googol-ის არეული ვარიანტი. გუგოლი კი ნიშნავს რიცხვს, რომელიც ერთიანისა და 100 ნულისაგან შედგება.

 

 

 


წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker