Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

კატრინ შვიტცერი - რევოლუცია მარათონულ გარბენში შესაძლოა არ მომხდარიყო, მისთვის ხელი რომ შეეშალათ

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2018-10-22

მარათონი — გარბენა დისტანციაზე 42 კმ 195 მ. ახლა მასში მონაწილეობა ყველა ადამიანს, სქესის და ასაკის მიუხედავათ შეუძლია. დღეს ქალი - მორბენალები კაცებთან ერთად მონაწილეობენ მარათონებში და თავიანთი ფიზიკური შესაძლებლობების დემონსტრირებას ახდენენ. თუმცა ქალების მონაწილეობა გარბენებში არ ყოფილა ყოველთვის დასაშვები.

 

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ 1972 წლამდე, ქალებს ბოსტონის მარათონში, ერთ-ერთ უძველეს და ყველაზე ცნობილ მარათონში მსოფლიოში, მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ.

 

 

კატრინ შვიტცერი გახდა პირველი ქალი, რომელმაც 1967 წელს გაირბინა ბოსტონის მარათონი. ეს მოხდა 5 წლით ადრე, სანამ ქალებს მასში მონაწილეობის მიღების უფლებას მისცემდნენ.

 

კატრინმა სირბილი უნივერსიტეტში დაიწყო და წარმოუდგენელი გამძლეობა გამოაჩინა ამ სპორტის სახეობაში. ერთ დღეს, 26 მილის გარბენის შემდეგ, კატრინი მიხვდა, რომ შეეძლო თავისი უმთავრესი ამოცანის შესრულება - ბოსტონის მარათონში პირველი ქალი მონაწილე გამხდარიყო, რომელმაც ეს დისტანცია ბოლომდე გაირბინა.

 

იგი დარეგისტრირდა შვიტცერის სახელით და ძნელი იყო იმის გაგება, ვინ არის ის - კაცი თუ ქალი. შესაძლოა ეს ხრიკი ან/და შესაძლოა, უბრალო დამთხვევა იყო. სპორტსმენი აცხადებს, რომ ის ყველგან აწერდა ასე ხელს. საბოლოოდ, კატრინ შვიტცერს მარათონში მონაწილეობის უფლება მისცეს და 261-ე ნომერი მიანიჭეს.

 

მარათონის პირველ დისტანციაზე ორგანიზატორების წარმომადგენელი ჯოკ სემპლი ცდილობდა ძალით გაეყვანა კატრინი ტრასიდან. ის ძალიან უხეშად მოექცა სპორტსმენს და მაშინ სემპლი კარტინის მეგობარმა შეაჩერა. რა თქმა უნდა, 20 წლის გოგონა შოკირებული დარჩა მომხდარით, თუმცა არ დანებდა და გააგრძელა სირბილი.

 

 

კატრინმა დისტანცია 4 საათსა და 20 წუთში დაფარა. ბოსტონის მარათონში მონაწილეობის გამო მას დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს და მოყვარულ ათლეტთა კლუბიდანაც გარიცხეს. მიუხედავად ამისა, შვიტცერი ისტორიაში შევიდა და გახდა პირველი ქალი, რომელმაც ოფიციალურად ბოსტონის მარათონის ფინიშამდე მივიდა.

 

ამბავმა დიდი რეზონანსი და საზოგადოების მხარდაჭერა გამოიწვია.

 

მხოლოდ 1972 წელს კატრინმა მიაღწია იმას, რომ  ბოსტონის ათლეტურმა ასოციაციამ ქალებს მარათონში მონაწილეობის უფლება მისცა. ეს იყო ნამდვილი სენსაცია სპორტის სამყაროში! ამიერიდან, 12 ათასს მორბენალ ქალს ოფიციალურად მიეცად უფლება მარათონებში მიეღოთ მონაწილეობა.

 

აღსანიშნავია, რომ ჯოკ სემპლი კატრინის მეგობარი გახდა. 1973 წელს, პირველ მარათონზე, სადაც ქალების მონაწილეობა ოფიციალურად დაუშვეს, მან კატრინს ხელზე აკოცა და განაცხადა: "აბა საყვარელო, აჩვენე მათ რა არის დიდება!"

 

 

 

1974 წელს კატრინ შვიტცერმა მონაწილეობა ნიუ-იორკის მარათონში მიიღო და ქალთა შორის პირველი ადგილი დაიკავა.

 

მისი პირველი, ბოსტონის მარათონის 40 წლის შემდეგ, მან მოგონებების  წიგნი "მარათონი" გამოუშვა, რომელმაც დიდი წარმატება ჰპოვა.

 

 

ახლა კატრინი 71 წლისაა, მაგრამ მიუხედავად ასაკისა, ის კვლავაც სპორტით არის დაკავებული. 70 წლის სპორტსმენმა, 50 წლის შემდეგ კვლავ გაირბინა მარათონული დისტანცია. იგი 1967 წლის გარბენის მსგავსად ამჯერადაც 261-ე ნომრით ასპარეზობდა. 70 წლის მორბენალმა დისტანცია 4 საათსა და 44 წუთში გაირბინა.

 

 

 

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker