Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ამსტერდამის პირველი ქალი- მერი წითელი ფარნების კვარტალის იერსახის შეცვლას გეგმავს

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2018-11-02

ამსტერდამის ხელისუფლება გეგმავს სექს-მუშაკების გადაყვანას ქალაქის ისტორიულ ცენტრში მდებარე ცნობილ "წითელი ფარნების კვარტალიდან ". ამის შესახებ წერს გაზეთი "გარდიანი".

 

ფემკე ხალსემა - ამსტერდამის პირველი ქალი მერი, ამ ინიციატივის განხორციელებას 2019 წელს გეგმავს.

 

ინიციატივა გულისხმობს პროსტიტუციის ლეგალიზაციას ქალაქის ისტორიული ცენტრის გარეთ. ასევე მომავალ წელს, მერს სურს გადაიტანოს დაწესებულებების ნაწილი სხვა რაიონში და გააუქმოს კვარტალში ვიტრინები.

 

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც ქალაქის მმართველი კოალიციის წევრები არიან, აცხადებენ, რომ ქალები, რომლებიც ამ რაიონში მუშაობენ, ძალიან დაბალ ანაზღაურებას ღებულობენ და სულ უფრო ხშირად ძალადობისა და შეურაცხჰოფის მსხვერპლები ხდებიან.

 

როგორც ფემკე ხალსემამ აღნიშნა, მას სურს შეცვალოს ქუჩების იერსახე ქალაქის ცენტრში და  სექს-მუშაკებს უსაფთხოების გარანტია მისცეს.

 

 

ჰოლანდიის მედია აღნიშნავს, რომ ამსტერდამში ტურისტები დიდი ხანია სარგებლობენ ესკორტის მომსახურებით  და ამისთვის ინტერნეტს ან სასტუმროს იყენებენ, სადაც ისინი რჩებიან. ამიტომაც, დღის განმავლობაში, სტუმრების ნაკლებობის გამო „დე ვალენი“-ს კვარტალის მინის ფანჯრების უმეტესობა დახურულია.

 

წითელი ფარნების კვარტალი  ქალაქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირსშესანიშნაობაა. კვარტალი „დე ვალენი“ ამსტერდამის ცენტრში მდებარეობს. აქ განლაგებულია თითქმის 300 ერთოთახიანი პატარა სახლი, რომლებსაც სექს-მუშაკები ქირაობენ და მომსახურებას მსურველებს მინის ფანჯრების მიღმა სთავაზობენ. ოთახები წითლად არის განათებული. ამ რაიონში განლაგებულია ეროტიკის და მარიხუანის მუზეუმები, ასევე შეხვდებით მრავალ სექს-მაღაზიებსაა და პორნო-თეატრებს.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker