Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

1325-ის ლოკალიზაცია: სამოქალაქო ფორუმი ზუგდიდში

კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 
2018-11-12

6 ნოემბერს კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“-ის ორგანიზებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გაიმართა სამოქალაქო ფორუმი,  რომელსაც მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, არასამთავრობო სექტორისა და კონფლიქტით დაზარალებული/დევნილი მოსახლეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ფორუმის მონაწილეებმა არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობის მნიშვნელობასა და გენდერული მიმართულებით მუშაობის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრეს. ჯგუფური მუშაობისას ფორუმის მონაწილეებმა დააფიქსირეს, როგორ უნდა მოხდეს ადგილობრივ დონეზე გაეროს რეზოლუცია 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის რეალიზება.

 

შეხვედრა გაიმართა პროექტის „გაეროს რეზოლუცია 1325-ის, ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება, დაამპროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურების“ ფარგლებში, რომელსაც  ახორციელებს კოალიციური გაერთიანება: იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ (თბილისი), ქალთა საინფორმაციო ცენტრი (თბილისი) და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი ,,სოხუმი“ (ქუთაისი).

 

პროექტის ხორციელდება საქართველოს 10 მუნიციპალიტეტი: გორი, კასპი, ხაშური, ქარელი, დუშეთი, ზუგდიდი, წალენჯიხა, საჩხერე, სტეფანწმინდა და წყალტუბო და მის ფარგლებში იგეგმება სამოქალაქო ფორუმების, ტრენინგების, საინფორმაციო შეხვედრები, კონფერენცია - ეს აქტივობები ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე დიალოგის გააქტიურებას და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ჩართვას ამ პროცესში.

 

პროექტი დაფინანსებულია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ და ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაწილეობითა და მხარდაჭერით.

 

 

 

 

 

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker