Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ქალები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ჩამოყალიბებასა და შექმნაში

კატეგორია: ექსკლუზივი 
2018-12-11

2018 წლის 10 დეკემბერს აღინიშნა 70 წელი გამორჩეული დოკუმენტის,  ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (UDHR)  გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო პარიზში, მეორე მსოფლიო ომიდან სამი წლის შემდეგ – 1948 წლის 10 დეკემბერს.

 

1948 წლის ზაფხულითვის დეკლარაციამ საბოლოო სახე მიიღო. ის მარტივი, გასაგები ენით იყო შედგენილი და ეფუძნებოდა მაგნა კარტას, ამერიკული უფლებათა ბილის, საფრანგეთის უფლებათა დეკლარაციის პრინციპებს. ის შედგებოდა პრეამბულისა და 30 მუხლისგან, სადაც გაწერილი იყო 40 მდე ფუნდამენტური უფლება და თავისუფლება.

 

ბოლო ათწლეულების განმავლობაში  დეკლარაცია იდეალისტური ტრაქტატიდან  გარდაიქმნა  სტანდარტების ნაკრებად, რომელმაც შეაღწია საერთაშორისო სამართლის ყველა სფეროში.

 

წლების განმავლობაში დეკლარაციამ გაუძლო ყველა გამოცდას, მათ შორის სრულიად ახალი ტექნოლოგიების გამოჩენას და იმ სოციალურ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მოვლენებსაც, რომელთა წინასწარ განჭვრეტაც დოკუმენტის სულისჩამდგმელებისთვის შეუძლებელი იყო.

 

დეკლარაცია შეიქმნა სამუშაო კომიტეტის 18 თვიანი მუშაობის შედეგად, რომლის შემადგენლობაშიც  შედიოდნენ წევრები და მრჩევლები მსოფლიოს ყველა კუთხიდან, მათ შორის ქალებიც.

 

თუმცა, ვინ იყვნენ ის ქალები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ჩამოყალიბებასა და შექმნას.

 

 

ელეონორა რუზველტი  –  1947 წელს როდესაც გაეროს ადმიანის უფლებათა კომიტეტი დაარსდა იგი კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. აღსანიშნავია, რომ  ერთი წლით ადრე იგი  პრეზიდენტ ჰარი ტრუმანის მიერ დელეგატად იყო არჩეული.

 

1948 წლის 10 დეკემბერს პარიზში, გაერომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო. მოხდა ის, რაც არასდროს მომხდარა გაეროს სხდომებზე. დელეგაცია წამოდგა და აპლოდისმენტებით შეეგება ასაკოვან, მოკრძალებულ ქალბატონს, რომელსაც სახეზე თბილი ღიმილი ჰქონდა. ეს ქალბატონი ელეონორა რუზველტი იყო.

 

 

 

ჰანსა მეჰტა –  1947-1948 წლებში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაში  ერთადერთი დელეგატი–ქალი ინდოეთიდან. ის იყო ინდოეთისა და მის ფარგლებს გარეთ ქალთა უფლებადამცველი. იგი ცნობილი გახდა იმით, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პირველ მუხლში ცვლილება შეიტანა და მისი ფორმულირება "ყველა კაცი იბადება თავისუფალი და თანასწორი"  "ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი"–თ შეცვალა.

 

 

მინერვა ბერნარდინო – დიპლომატი და  ფემინისტური მოძრაობის ლიდერი დომინიკის რესპუბლიკიდან. მას მიუძღვნის გადამწყვეტი როლი ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულაში  „ქალსა და კაცს შორის თანასწორობა“ ფრაზის  ჩართვისთვის.

 

 

ბეგუმ საისტა იკრამულა –  გაეროს მესამე კომიტეტში დელეგატი პაკისტანიდან, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება დეკლარაციაში ისეთი საკითხების ჩართვაზე გაამახვილა, როგორიცაა თავისუფლება, თანასწორობა და არჩევანი. ის იბრძოდა იმისათვის, რომ  დეკლარაციის მე -16 მუხლში ჩაწერილიყო თანაბარი უფლებებისა და ქორწინების საკითხები, რომელსაც განიხილავდა როგორც ბავშვთა და იძულებითი ქორწინების წინააღმდეგ ერთ-ერთ გზად.

 

 

 

მარი ჰელენ ლეფოშე – 1948 წელს ქალთა სტატუსის კომისიის თავმჯდომარე საფრანგეთიდან. მისი ინიციატივით, დეკლარაციის მე -2 მუხლში შევიდა ცნება სქესის ნიშნით არადისკრიმინაციის   შესახებ.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker