კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 2018-12-17
19-20 ნოემბერს, ტრენინგში ,,გენდერული თანასწოორბის სამოქმედო გეგმის ხელშეწყობა’’ მონაწილეობა მიიღეს იმერეთის რეგიონის ოთხი მუნიციპალიტის: ვანი, თერჯოლა, ბაღდათი, წყალტუბო- მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, გენდერული თანასწორობის სობჭოს წევრებმა და მერიაში ამ საკითხებზე პასუხისმგებელმა პირებმა.
ტრენიგნის მიზანია, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრების ცნობიერების ამაღლება სამოქმედო გეგმის ეფექტურად შესასრულებლად, გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების, ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების, გენდერული ბიუჯეტირებისა და სტატისტიკის საკითხებზე. ტრენინგი ჩატარდა ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროექტის ,,ადგილობრივ დონეზე დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა " ფარგლებში.
|
|