Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ნადია მურადი მშვიდობის დარგში მინიჭებული ნობელის პრემიით საავადმყოფოს ააშენებს

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2018-12-17

იეზიდი აქტივისტი ნადია მურადი მშვიდობის დარგში მინიჭებული ნობელის პრემიით საავადმყოფოს ააშენებს. ამის შესახებ ადამიანის უფლებადამცველმა და ნობელიანტმა, პრესტიჟული ჯილდოს მიღების შემდეგ ერაყში, მშობლიურ ქალაქ სინჯარში ყოფნისას განაცხადა. როგორც მან ასეულობით თანამოქალაქეს განუცხადა, მის მიერ აშენებული საავადმყოფო, ძირითადად,  ქვრივებისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის იქნება განკუთვნილი.

 

ნადია მურადი ერთ-ერთია იმ 7 000 ქალიდან, რომლებიც 2014 წელს ერაყის აღმოსავლეთით, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა დაატყვევეს. სამთვიანი წამების, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის შემდეგ მურადმა გაქცევა მოახერხა და გერმანიაში ჩავიდა. მას შემდეგ ნადია მურადი ძალადობის წინააღმდეგ და ქალათა უფლებების დასაცავად აქტიურად იბრძვის.

 

2018 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ორ ადამიანს გადაეცა, "მათი ძალისხმევისთვის, ბოლო მოეღოს შეიარაღებულ კონფლიქტში სექსუალური ძალადობის ბრძოლის იარაღად გამოყენებას" –კონგოელ გინეკოლოგს, დენის მუკვეგეს და ნადია მურადის, იეზიდ უფლებადამცველს, რომელიც თავად იმყოფებოდა დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ტყვეობაში.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker