კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 2018-12-21
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმარტა ტრენინგები ,,გენდერული თანასწოორბის სამოქმედო გეგმის ხელშეწყობა’’, რომელშიც 18-19 დეკემბერს მონაწილეობა მიიღეს იმერეთის რეგიონის ხუთი მუნიციპალიტის: ქუთაისი, ტყიბული, თერჯოლა, სამტრედია, ზესტაფონი, ხოლო 20–21 დეკემბერს ქვემო ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტის: რუსთავი, წალკა, დმანისი, გარდაბანი - მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის სობჭოს წევრებმა და ამ საკითხებზე პასუხისმგებელმა პირებმა მერიაში.
ტრენიგნის მიზანია, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრების ცნობიერების ამაღლება სამოქმედო გეგმის ეფექტურად შესასრულებლად, გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების, ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების, გენდერული ბიუჯეტირებისა და სტატისტიკის საკითხებზე.
ტრენინგი ჩატარდა ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროექტის ,, ადგილობრივ დონეზე დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა " ფარგლებში. |
|