Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

შერპა–მეგზურების ქვრივები ევერესტის დაპყრობას გეგმავენ

კატეგორია: სპორტი 
2018-12-27

ორი შერპა–მეგზურის ქვრივი, მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის დაპყრობას შეეცდება. ისინი ამით თავიანთი ქმრების დაუმთავრებელ საქმეს გააგრძელებენ და სხვა მარტოხელა ქალების შთაგონებას შეეცდებიან.

 

ქალები ევერესტზე ასვლას 2019 წლის მაისში აპირებენ. ერთ–ერთის, ფურდიკის–შერპას (Furdiki Sherpa) მეუღლე  2013 წელს, ხოლო მეორე, ნიმა დომა შერპას (Nima Doma Sherpa) 2014 წლის აპრილში დაიღუპა. საინტერესოა, რომ ამ ტრაგედიის შესახებ , ფილმიც კი გადაიღეს და ის მოგვითხრობს უბედურ შემთხვევაზე, რომლის დროს ზვავის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 შერპა.

 

დაღუპულ შერპების ოჯახებს ნეპალმა მაშინ დაახლოებით 400 დოლარი გადასცა. შერპები თავისი მძიმე შრომით სეზონზე 5.000 დოლარს გამოიმუშავებენ იმ კლიენტებისთვის, რომლებიც ასვლისთვის მზადებაზე ათეულ ათასობით დოლარს ხარჯავენ.

 

42 წლის ფურდიკიმ განაცხადა, რომ ქმრის გარდაცვალებამ, მის ოჯახში უზარმაზარი ეკონომიკური სირთულეები გამოიწვია.
"ჩემი ქმრის გარდაცვალება, არ ნიშნავს ჩემი ცხოვრების დასასრულს," – განაცხადა ორი შვილის დედამ. „ამ ექსპედიციის მიზანია სხვა ქვრივების მოტივირება, რომ მათ ასევე შეუძლიათ სირთულეებს შეებრძოლონ, მაგალითად ამ უმაღლესი მწვერვალის დამპყრობლები გახდნენ."

 

შეგახსენებთ, რომ მთელი ისტორიის მანძილზე ევერესტის დაპყრობა სულ 9044 ადამიანმა შეძლო და მათგან 606 იყო ქალი. საინტერესოა ასევე, რომ ამის გაკეთება აქამდე მხოლოდ 3– მა ქალმა –შერპამ მოახერხა.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker