კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 2019-01-18
2019 წლის 9-12 იანვარს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმარტა ტრენინგი ,,გენდერული თანასწოორბის სამოქმედო გეგმის ხელშეწყობა’’, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მცხეთა–მთიანეთის რეგიონის ხუთი მუნიციპალიტის: თიანეთი, დუშეთი, მცხეთა, ახალგორი,ყაზბეგი - გუბერნიის, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის სობჭოს წევრებმა და ამ საკითხებზე პასუხისმგებელმა პირებმა მერიაში.
ტრენიგნის მიზანია, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრების ცნობიერების ამაღლება სამოქმედო გეგმის ეფექტურად შესასრულებლად, გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების, ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების, გენდერული ბიუჯეტირებისა და სტატისტიკის საკითხებზე.
ტრენინგი ჩატარდა ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროექტის ,, ადგილობრივ დონეზე დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა " ფარგლებში. |
|