Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

დიდ ბრიტანეთში ქვედაბოლოს ქვეშიდან ფოტოს ფარულად გადაღება დასჯადი გახდა

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2019-01-21

ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რის მიხედვითაც ქალის ქვედაბოლოს ქვეშიდან ფარულად ფოტოს გადაღება (აპსკერტინგი) ინგლისში და უელსში დასჯადი იქნება. ასეთი ქმედება ორწლიან პატიმრობას ითვალისწინებს. ინფორმაციას BBC  აქვეყნებს.

 

მიმდინარე კვირაში ლორდთა პალატამ მესამე მოსმენით მიიღო დამატებები სექსუალური ხასიათის დანაშაულის შესახებ კანონში.


 

დოკუმენტის თანახმად "ოპერირებული მოწყობილობით" სხვა ადამიანის ტანსაცმლის ქვეშ ფოტო ან ვიდეოგადაღება აღიარებულია, როგორც ვუაიერიზმის ნაირსახეობად და ისჯება ჯარიმით ან პატიმრობით ორი წლის ვადით.

 

ინგლისში აქტიური კამპანია აპსკერტინგის წინააღმდეგ განსაკუთრებით აქტიურად მას შემდეგ დაიწყო, როდესაც 2017 წელს ახალგაზრდა ქალი ჯინ მარტინი ლონდონიდან თავხედური, დემონსტრატიული აპსკერტინგის მსხვერპლი გახდა ჰაიდ-პარკში კონცერტის დროს.


აღსანიშნავია, რომ ეს კანონი შოტლანდიაში ჯერ კიდევ 8 წლის წინ მიიღეს.

 

 
აპსკერტინგი - (ინგ.Upskirting) გახდა სერიოზული პრობლემა განსაკუთრებით სმარტფონების გამოჩენის შემდეგ, სწორედ ამიტომაც რამდნიმე ქვეყანაში შესაბამისი მუხლები კანონში უკვე მიიღეს, თუმცა ასეთი ქვეყნების რაოდენობა ჯერჯერობით ძალზე მცირეა.


ავსტრალიაში აპსკერტინგი ყველა შტატშია აღიარებული დანაშაულად, ახალ ზელანდიაში და ინდოეთში სხეულის ინტიმური ნაწილების ფარულად ფოტო და ვიდეო გადაღება, ამგვარი მასალის შენახვა და მისი გავრცელება, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, ხოლო აშშ–ი სხეულის ინტიმური ნაწილების საიდუმლო ფოტო გადაღება ზოგიერთ შტატში ისჯება.

 

https://www.bbc.com/news/uk-44557441

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker