Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მარტოხელა მშობლები თბილისის ბაგა-ბაღებში ბავშვის რეგისტრაციას გამარტივებული პროცედურით შეძლებენ

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2019-02-21

თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა დააყენა ინიციატივა, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელის რეგისტრაციის წესში შესატანი ცვლილების შესახებ.

 

თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ინიციატივის თანახმად, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილებს, წესით განსაზღვრულ ჯგუფებთან ერთად, რეგისტრაციის უპირატესი საშუალება ეძლევათ.

 

თამარ ტალიაშვილის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს მარტოხელა მშობლებისათვის სოციალური გარანტიების მიცემას და მუნიციპალიტეტის მხრიდან თანადგომას, რამდენადაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის მონაცემებით, მარტოხელა მშობლის სტატუსი 2320 ქალს მიენიჭა. მისივე თქმით, სტატისტიკა ადასტურებს, რომ ამ სტატუსის მატარებლებს მუნიციპალურ დონეზე შესაბამისი მხარდაჭერა სჭირდებათ.

 

 

„აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის (ჩარიცხვა/ამორიცხვა) არაერთგვაროვანი პრაქტიკა არსებობდა. 2015 წლიდან თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული წესით მოხდა აღსაზრდელთა რეგისტრაციის პროცედურების სისტემატიზაცია. უპირატესი რეგისტრაციის უფლება მიენიჭა სოციალურად დაუცველთა ბაზაში 100 000-ზე ქვევით სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის ბავშვებს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებსა და ასევე ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს, „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ ფილიალისა და იმ ოჯახის ბავშვებს, რომელთა შვილები სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მომსახურებით“, – აღნიშნულია თბილისის საკრებულოს ინფორმაციაში.

 

მათივე ცნობით, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის მიერ წარდგენილი ინიციატივის ძალაში შესვლის შემდეგ, ზემოხსენებულ ჯგუფებს 2019 წლიდან დაემატება უპირატესი რეგისტრაციის უფლებით მოსარგებლე – „მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილები“.

 

 

„მარტოხელა მშობლისთვის დამატებითი სოციალური გარანტიის მიცემა გამოიხატება შესაბამისი სტატუსის მქონე პირის ბავშვებისთვის რეგისტრაციის პროცედურების ხელშეწყობასა და გამარტივებაში, რასაც ავსახავთ მუნიციპალურ სამართლებრივ აქტებშიც. შესაბამისად, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმპლემენტაციას უფრო ეფექტიანს გავხდით. სამოქალაქო კოდექსის 2018 წლის საბოლოო რედაქციაც მიმართულია იმისკენ, რომ განისაზღვრა მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი. ეს ნიშნავს, რომ მარტოხელა მშობლებსა და მათ შვილებს როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლებისგან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობათ“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

 

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker