Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

Inter Parliamentary Union: მსოფლიოში ხუთი მინისტრიდან ერთი ქალია

კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 
2019-03-20

გლობალური მასშტაბით ქალი მინისტრების რიცხვმა რეკორდს მიაღწია. ამის შესახებ ნათქვამია გამოცემაში "Women in Politics: 2019", რომელიც პარლამენტთაშორისი კავშირის (Inter Parliamentary Union) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანამშრომლობით მომზადდა.  

 

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ მსოფლიოში 3,922 მინისტრიდან 812 ქალია, რაც 2017 წლის მონაცემებს 2,4%-ით აღემატება.

 

იზრდება ქალ დეპუტატთა რაოდენობაც, თუმცა უფრო მოკრძალებული ტემპებით. დღეს ეს მაჩვენებელი 1%-ით მეტია, ვიდრე ერთი წლის წინ და 24,3% შეადგენს.

 

ინტერაქტიური რუკის "Women in Politics: 2019" პრეზენტაცია შედგა გაეროს შტაბ-ბინაში ნიუ-იორკში, სადაც  ქალთა სტატუსის კომისიის 63-ე სესია მიმდინარეობს.

 

ანგარიშის მიხედვით, 2017 წელთან შედარებით პარლამენტის ქალი სპიკერების რაოდენობა 0.5% -ით გაიზარდა, თუმცა შემცირდა ქალი ქვეყნის ხელმძღვანელების რაოდენობა. ეს მაჩვენებელი 2017 -2018 წლების პერიოდში 7.2%-დან 6.6%-დე შემცირდა.

 

ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის, ქალი მინისტრების რაოდენობის თვალსაზრისით, ლიდერობენ: ლატვია, მოლდოვა და ესტონეთი. ამ ქვეყნებში ქალები მინისტრთა კაბინეტების ერთ მეოთხედს წარმოადგენენ. საქართველოში ეს მაჩვენებელი 27%, უკრაინაში კი 20% შეადგენს. ასეთივე მაჩვენებელია დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ი.

 

პოსტსაბჭოთა რეგიონის დანარჩენ ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში, ქალი მინისტრების რაოდენობა 15% -ზე ნაკლებია. აზერბაიჯანსა და ლიტვაში 22 და 13 კაციან მინისტრთა კაბინეტებში არც ერთი ქალი არ არის წარმოდგენილი.

 

 

ანგარიშის ავტორებმა გაითვალისწინეს არა მხოლოდ რაოდენობრივი მოჩვენებლები, არამედ აღნიშნეს, თუ რომელ სფეროებში არიან დანიშნული ქალი მინისტრები. ამ თვალსაზრისით წელს თავდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელად 30% -ზე მეტი ქალი დაინიშნა, ვიდრე ერთი წლის წინ; ფინანსთა სამინისტროებში 53% -ით მეტი, ხოლო საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელებს შორის, ქალთა რაოდენობა 13, 6%-ით გაიზარდა.

 

 

 

 



წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker