Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2019-04-23

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საბჭოს წევრი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სახალხო დამცველი.

 

შეხვედრის მთავარი თემა იყო ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული რეალობა და გამოწვევები.

 

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის ანგარიში სხდომაზე წარმოადგინა ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსმა ნატალია ჯალიაშვილმა.

 

სხდომაზე მოხსენებით, რომელიც ქალთა უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებს ეხებოდა, გამოვიდა ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე რუსეცკაია.  მისი გამოსვლის შემდეგ, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობის მიღწევა ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ უახლოეს დროში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურა იქნება ცნობილი.

 

საუბრისას ასევე განიხილეს ადამიანის უფლებების საბჭოს ეფექტური ფუნქციონირების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები.

 

ადამიანის უფლებების საბჭო 2014 წელს შეიქმნა და მის მთავარ ამოცანას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მთავრობის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება წარმოადგენს.

 

ამასთან, საბჭო ახორციელებს ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესის კოორდინაციას და მონიტორინგს.

 

საბჭოს ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, ხოლო მის მუშაობაში სახელმწიფო უწყებების გარდა ჩართული არიან საქართველოს სახალხო დამცველი, საკანონმდებლო და სასამართლოს ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker