Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

2024 წელს NASA მთვარეზე პირველ ქალს გააგზავნის

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2019-05-15

აშშ-ს მთვარეზე დაბრუნების გეგმა აქტიურ ფაზაში გადაჰყავს. კოსმოსური სააგენტოს NASA-ს განცხადებით, პირველად 2024 წელს მთვარეზე ქალი ასტრონავტი დაეშვება. ამის შესახებ ნათქვამია სააგენტოს Twitter- ის გვერდზე.

 

 

 

 

 

 

 

NASA - ს ასტრონავტების ახალ მისიას მთვარეზე  „არტემიდა“ეწოდება - ბერძნულ მითოლოგიაში მთვარის ქალღმერთისა და აპოლონის ტყუპის ცალის საპატივცემულოდ.

 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაწერა თავის Twitter- ზე, რომ ამ პროგრამის განხორციელებისთვის დამატებით გამოჰყოფს 1.6 მილიარდ დოლარს. 2020 წელს კი  კოსმოსური სააგენტო ბიუჯეტიდან 21 მილიარდ დოლარს მიიღებს. თუმცა დამატებითი დაფინანსება უნდა დამტკიცდეს აშშ-ს კონგრესის მიერ.

 

2030 წლისთვის NASA-ს მიერ ასევე დაგეგმილია მარსზე გაფრენა.

 

შეგახსენებთ, რომ 1969 წლის ივლისში კოსმიურმა ხომალდმა აპოლო 11-მა  პირველი პილოტირებული მისია შეასრულა, რომლის საბოლოო მიზანი მთვარეზე დაჯდომა იყო. მისი ეკიპაჟი იყო: ნილ არმსტრონგი (მეთაური), ედვინ "ბაზ" ოლდრინი (მთვარის მოდულის პილოტი) და მაიკლ კოლინზი (საკომანდო მოდულის პილოტი). 20 ივლისს, არმსტრონგი და ოლდრინი გახდნენ პირველი ადამიანები, რომლებმაც ფეხი დაადგეს სხვა ციურ სხეულზე - მთვარეზე, რასაც მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს. ისტორიულ მომენტში მისი სიტყვები იყო-„ეს პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, არის დიდი ნახტომი კაცობრიობისთვის.“

 

 


წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker