Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 
2019-05-31

ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვან დერ ბელენმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ბრიგიტე ბირლაინი ქვეყნის კანცლერად დანიშნა. ბირლაინი პირველი ქალია, რომელიც ამ პოსტს დაიკავებს.

 

69 წლის ბრიგიტე ბირლაინი 2019 წლის სექტემბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე გარდამავალ მთავრობას უხელმძღვანელებს.  

ბრიგიტე ბირლაინი დაიბადა 1949 წლის 25 ივნისს ვენაში და დაამთავრა ვენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2003 წლის იანვარში ის გახდა პირველი ქალი ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და 15 წლის შემდეგ ამ სასამართლოს თავმჯდომარე.

 

 

მისი წინამორბედი სებასტიან კურცი და მისი მთავრობა პარლამენტმა გადააყენა. მთავრობის გადაყენების გადაწყვეტილება ავსტრიის პარლამენტმა ე.წ. იბიცას სკანდალის შემდეგ მიიღო.

 

ავსტრიის სახალხო პარტიის კონსერვატი ლიდერი, სებასტიან კურცი 32 წლისაა და სახელმწიფოს ყველაზე ახალგაზრდა ლიდერად მიიჩნევა მსოფლიოში. იგი პირველი კანცლერია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ავსტრიაში, რომელსაც უნდობლობა გამოუცხადეს.

 

კენჭისყრისას, სოციალ-დემოკრატების ინიციატივას, უნდობლობის გამოცხადებაზე, მხარი დაუჭირა კურცის ყოფილმა კოალიციურმა პარტნიორმა, ულტრა მემარჯვენე თავისუფლების პარტიამ.


წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker