Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

რა სჭირდებათ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს?

ნინო გელაშვილი
კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2019-06-28

როგორ ცხოვრობენ ადამიანები ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში? რა წინააღმდეგობების გადალახვა უწევთ ელემენტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად? როგორ შეიძლება მათი მდგომარეობის მცირედით მაინც გაუმჯობესება? სწორედ ამის გარკვევას ემსახურებოდა „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ მიერ განხორციელებული გამოკვლევა, რომლის ფარგლებშიც 19 სოფლის მცხოვრებლები გამოკითხნენ. მათგან 11 ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების სოფლებია, 8 კი - აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის. „ქალთა საინფორმაციო ცენტრს“ პარტნიორები ჰყავდა როგორც ზუგდიდიდან, აგრეთვე გალიდან და გაგრიდან.

 

ლელა ხომერიკი, “ქალთა საინფორმაციო ცენტრის” ექსპერტი, ილიაუნის მოწვეული პროფესორი ყვება, ფოკუსჯგუფების სკაიპკონფერენციის მონაწილეთა როგორი ინტერესი გამოიწვია ერთმანეთის ამბების მოსმენამ. ამ კომუნიკაციამ აჩვენა ისიც, რომ არათუ საოკუპაციო ხაზის ორ მხარეს მყოფ ადამიანებს აქვთ ინფომაციის დეფიციტი, არამედ გალსა და გაგრას შორისაც მწირი ურთიერთობაა.


საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის საკონტროლო-გამშვები პუნქტების შემცირებამ ძალიან გაართულა გალის მოსახლეობის გადაადგილება. მათი მდგომარეობა გაუარესდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მიღების მხრივაც, რაც თავის მხრივ მეტად ზღუდავს გალში დარჩენილი მოსახლეობის ისედაც უმწირეს უფლებებს. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ქართველებზე ბინადრობის მოწმობებსაც შეფერხებით და შეზღუდულად გასცემს. ლელა ხომერიკი ლაპარაკობს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების მიუწვდომლობაზე, ჯანდაცვის სერვისების ხშირად მიუწვდომლობასა ან დაბალ ხარისხზე, პრევენციული - პირველადი ჯანდაცვის მიუწვდომლობაზე, ადგილებზე დაბალ სამოქალაქო აქტივობაზე, ინფორმაციის წყაროებზე.

 

„დილის საუბრების“ სტუმარი ამბობს, რომ გალელებისთვის მისაწვდომია ქართული სატელევიზიო არხები, თუმცა, გამოწვევაა ის, რომ ისინი თავიანთ თავს, თავიანთ ამბავს ვერ ხედავენ ამ არხებზე. გარდა ამისა, „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ექსპერტის აზრით, შესაძლებელია გალელი ახალგაზრდებისთვის შეიქმნას სპეციალური ონლაინ პლატფორმები, რომლებიც მათ დაეხმარებოდა მშობლიურ ენაზე განათლების მიღებაში, საქართველოს განათლების სისტემაში ინტეგრაციასა და შემდგომში უმაღლესი განათლების ეტაპზე წარმატებით გადასვლაში.

 

 

 



წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker