Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

საფრანგეთმა ბავშვთა ფიზიკური დასჯა კანონით აკრძალა

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2019-07-05

საფრანგეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც კრძალავს ბავშვთა ფიზიკურ დასჯას და გახდა 56-ე ქვეყანა, სადაც მიღებულია ამგვარი აკრძალვები.

 

სენატში გამართულ საბოლოო კენჭისყრაზე  გადაწყვეტილებას ერთხმად მხარი ყველა სენატორმა დაუჭირა. მიღებული კანონი ასევე კრძალავს ბავშვების დამცირებას და დაცინვას.

 

კანონპროექტის ავტორების განცხადებით, ბავშვების დამცირება და ცემა მათში დაბალი თვითშეფასების გაჩენას, ანტისოციალური ქცევისკენ მიდრეკილებას და სხვა ნეგატიურ ქმედებებს იწვევს.

 

კანონპროექტის განხილვის დაწყებამდე ასოციაციამ Fondation pour l’Enfance გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც მშობლების 85%-ს „ჭკუის სწავლების მიზნით“ ფიზიკური დასჯის ჩვევა აქვს.

 

საფრანგეთი ერთ-ერთი იყო  ევროპის  5 ქვეყნიდან, სადაც ასეთი კანონი არ მოქმედებს.

 

აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის კოდექსი ბავშვთა მიმართ ძალადობას ისედაც კრძალავდა, თუმცა სამართლის დონეზე მშობლებს „ბავშვების ქცევის გამოსწორების“ უფლება ჰქონდათ. ამის გამო საერთაშორისო ორგანიზაციები საფრანგეთს ხშირად აკრიტიკებდნენ.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker