Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ტრამპი ქალ კონგრესმენებს: დაბრუნდით თქვენ ქვეყნებში

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2019-07-15

აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს  რასიზმში და ქსენოფობიაში  ადანაშაულებენ. მან სოციალურ ქსელში ახლადარჩეული დემოკრატი კონგრესმენი ქალების წინააღმდეგ პოსტი გამოაქვეყნა.

 

ტრამპი კონგრესმენ-ქალებს იმ ქვეყნებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს, საიდანაც მათი ოჯახები ჩამოვიდნენ.

 

"საინტერესოა, რომ „პროგრესული„ ქალი - დემოკრატები აშშ-ის კონგრესიდან, რომლებიც ჩამოვიდნენ ქვეყნებიდან, სადაც სრული კატასტროფაა, ყველაზე უარესი და კორუმპირებული ხელისუფლებაა სათავეში, ასწავლიან ამერიკელ ხალხს, ყველაზე ძლიერ ერს დედამიწაზე, თუ როგორი უნდა იყოს აშშ-ის ხელისუფლება"- წერს ტრამპი.

 

"რატომ არ უნდათ, რომ წავიდნენ უკან და დაეხმარონ იმ სრულიად განადგურებულ ქვეყნებს, საიდანაც ჩამოვიდნენ, შემდეგ კი დაბრუნდნენ და გვაჩვენონ, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს... მე ვფიქრობ, რომ ნენსი პელოსი ბედნიერი იქნება ასეთი უფასო ტურების მოწყობით"- დაწერა ტრამპმა.

 

 

 

 

 

 

 

საპასუხოდ, პელოსმა  დაწერა თავის Twitter- ზე, რომ გმობს დონალდ ტრამპის ქსენოფობიურ კომენტარებს, რომლებსაც შეუძლია გახლიჩოს ერი.

 

 

 

ტრამპმა კონკრეტული სახელები არ დაასახელა, თუმცა არსებული ინფორმაციით ის მიმართავდა ალექსანდრია ოკასიო-კორტეზს, რაშიდა ტლაიბს და აიანა პრესლის, რომლებიც აშშ-ში დაიბადნენ. კიდევ ერთი კონგრესმენი - ქალი ილჰან ომარი სომალიში დაიბადა და აშშ-ი ოჯახთან ერთად 1997 წელს ჩამოვიდა საცხოვრებლად.

 

2016 წელს, ომარი აირჩიეს მინესოტის წარმოამდგენელთა პალატის წევრად, დემოკრატიულ-ფერმერ-ლეიბორისტული პარტიის რიგებიდან. ამით ის პირველი ამერიკელი სომალელი გახდა, რომელიც შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოში აირჩიეს.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker