Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ვინ არიან SPEND YOUR SUMMER IN GEORGIA-ს შემქმნელები?

სალომე ქუშაშვილი
კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2019-07-16

მარიამ გუჯაბიძემ, მარი ჯობავამ, ნინი მჭედლიშვილმა, ნინი ნოღაშვილმა და ქეთა გოლეთიანმა ერთმანეთი სამაგისტრო პროგრამაზე გაიცნეს. სულ რაღაც ერთი თვის წინ ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ უზარმაზარი საერთაშორისო ტურისტული კამპანიის ორგანიზატორები გახდებოდნენ. მიმდინარე მოვლენებისა და რუსული ტურისტული სანქციების საპასუხოდ, მათ სრულიად ექსპრომტად კამპანია #SPENDYOURSUMMERINGEORGIA წამოიწყეს. ამავე დასახელების FACEBOOK- ჯგუფში თავიანთი უცხოელი მეგობრების მოწვევა დაიწყეს, რომელთაც საქართველოში ვიზიტისა და ზაფხულის გატარებისკენ მოუწოდებდნენ. ჟურნალი ENTREPRENEUR გოგონებს ესაუბრა და შეეცადა გაერკვია, აქვს თუ არა მათ მიერ სპონტანურად წამოწყებულ პროექტს კომერციალიზაციის პოტენციალი?

 

„22 ივნისს კამპანიის ფარგლებში შევქმენით Facebook-ჯგუფი, რომ ჩვენი უცხოელი მეგობრები დაგვემატებინა. ჯგუფის შექმნიდან მოკლე პერიოდში დაიწყო ჯგუფის წევრების რაოდენობის საოცარი სისწრაფით ზრდა. ასევე, აქტიურად აზიარებდნენ ჰაშთაგს #SPENDYOURSUMMERINGEORGIA. იმავე საღამოს ჯგუფის წევრების რაოდენობამ მიაღწია 10,000-ს, მეორე დღის ბოლოს უკვე გვყავდა 40,000 წევრი. ჯგუფის წევრების რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია. დღევანდელი მდგომარეობით ჯგუფში გაწევრიანებულია 258 000 ადამიანი“, – გვიყვება ნინი მჭედლიშვილი.

 

თავიდანვე ჩამოყალიბდნენ, რომ ჯგუფს ორი ძირითადი მიზანი ექნებოდა – ცნობადობის გაზრდით საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და საინფორმაციო და სარეკომენდაციო ხასიათის ჰაბის შექმნა.

 

კამპანია და ჯგუფი სულ მალე მართლაც ძალიან პოპულარული გახდა და მისი მხარდაჭერა სხვადასხვა კომპანიებმაც აქტიურად დაიწყეს, მათ შორის ტურისტებისთვის სხვადასხვა წამახალისებელი აქტივობით და ქვეყნის პოპულარიზაციისკენ მიმართული ღონისძიებებით, რაც ქვეყანაში ვიზიტს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. კამპანიის აქტიურ მხარდამჭერებს შორისაა „საქართველოს ბანკიც“.

 

„საქართველოს ბანკისთვის“ ტურიზმი პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და სწორედ აქ მოხდა ჩვენი გადაკვეთა. მათ შექმნეს პლატფორმა, რომელიც იძლევა საშუალებას პერსონალიზებული ვიდეომოსაწვევები და დაპატიჟება გაუგზავნო მეგობრებს. პლატფორმა ძალიან მოსახერხებელი, დახვეწილი და ვიზუალურად გამართულია, ნიშნავ იმ თემებს, რომლებიც შესაძლოა ყველაზე მეტად აინტერესებდეს თქვენს მეგობარს – მაგალითად, რა უნდა ნახოს აუცილებლად საქართველოში შემოსულმა ტურისტმა, რა დააინტერესებს ყველაზე მეტად და რა აქტივობები იქნება მისთვის განსაკუთრებული და გამორჩეული. ამ ყველაფრის არჩევისა და მონიშვნის შემდეგ კი ავტომატურად კეთდება უნიკალური ონლაინ ვიდეომოსაწვევი, რომელიც შეგიძლია მესენჯერში გაუგზავნო ადამიანს ან მის ფეისბუქ გვერდზე გააზიარო. ვიდეოს ბოლოს კი არის მოწოდება ზაფხულის საქართველოში გატარების შესახებ. თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენს ჯგუფში გაზიარდა პლატფორმა კამპანიის ჰაშთაგით. „საქართველოს ბანკი“, სხვა კერძო პირების თუ კომპანიების მსგავსად, კამპანიას საქართველოში ტურიზმის ხელშესაწყობად საკუთარი კეთილი ნების ფარგლებში შემოუერთდა პლატფორმას“, – აცხადებს ნინი ნოღაშვილი.

 

„თავიდანვე ჯგუფში შევზღუდეთ სასტუმროებისა და ჰოსტელების რეკლამირება, რაც ასახულია ჯგუფის წესებში. ჩვენი მთავარი მიზანია, ქვეყნის ტურისტული პოტენციალი წარმოვაჩინოთ, ქვეყნის ცნობადობა გავზარდოთ და მაქსიმალურად გავიტანოთ მესიჯი – „ჩამობრძანდით და გვესტუმრეთ ასეთ განსაკუთრებულ ქვეყანაში“. ჩვენი პლატფორმა ტურისტს შესაძლებლობას აძლევს, მარტივად მიიღოს საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებული ინფორმაცია“.

 

მოვლენები იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ დაჩქარებულ რეჟიმში მოუხდათ სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება, რათა მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად ემოქმედათ. გაიწერა ჯგუფის წესები. „პირველივე დღეს მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მხრიდან გამოითქვა მზაობა, რომ უცხოელებისთვის უფასოდ დაეთმოთ საკუთარი ბინები, აგარაკები, და მიეწოდებინათ სხვადასხვა უფასო სერვისი. თითოეული ადამიანის აქტივობა ჯგუფში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ისინი ქმნიან ასეთ მეგობრულ და ინფორმაციულ საერთაშორისო ვიზიტორები გახდნენ, ანუ პოტენციური ტურისტები. მიუხედავად ამისა, გუნდის წევრებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული კამპანია ასევე დადებით გავლენას ახდენს შიდა ტურიზმზეც.

 

„წამოწყებაში უკვე ჩაერთო არაერთი ცნობილი ქართველი სახე, მათ შორის ზაზა ფაჩულია, გურამ კაშია, თამთა გოდუაძე და სხვები. ცნობილი ადამიანების აქტიურობა კამპანიას უფრო მასშტაბურს გახდის“, – აღნიშნავენ კამპანიის ორგანიზატორები.

 

კამპანიას დიდი ენთუზიაზმით გამოეხმაურნენ ემიგრანტები, რომლებიც მზადყოფნას გამოთქვამენ სხვადასხვა ფორმით ჩაერთონ ქვეყნის პოპულარიზაციაში. ჩვენს წამოწყებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც დაუჭირეს მხარი. მინდა ასევე ხაზი გავუსვა მედიის მხარდაჭერას − ისინი აქტიურად აშუქებენ კამპანიის მიმდინარეობას და ხელს გვიწყობენ გზავნილის ფართო მასშტაბით გაზიარებაში“, – გვეუბნება მარიამ გუჯაბიძე.

 

„ჯგუფს მიმზიდველს ხდის რეალური ადამიანების მიერ გაზიარებული რეალური ისტორიები. ჯგუფის წევრები სხვადასხვა ქვეყნიდან გვიზიარებენ საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებულ თავიანთ დადებით გამოცდილებას და ემოციებს. მსგავსმა აქტივობებმა ჩვენი ქვეყნით არაერთი ადამიანის დაინტერესება გამოიწვია“, – ამბობს ქეთა გოლეთიანი.

 

კამპანიის ფარგლებში, ინიციატორები სხვადასხვა ღონისძიების გამართვას გეგმავენ. როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, მათ მხარდაჭერა უკვე გამოუცხადა არაერთმა კერძო კომპანიამ, ასევე თანამშრომლობენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან.

 

„ჯგუფში გვაქვს მკაცრი პოლიტიკა ყველა ფორმის დისკრიმინაციის წინააღმდეგ. კამპანია პოზიტიური ხასიათის მატარებელია და ყველანაირად ვცდილობთ შევინარჩუნოთ ის დადებითი მუხტი, რომელიც ჯგუფს ახლავს მისი შექმნის დღიდან“, – ამბობს მარი ჯობავა.

 

ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, რომ აქვთ კამპანიის განვითარებასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები, რომელიც თავის მხრივ მოიცავს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან აქტიურ თანამშრომლობას. სჯერათ, რომ ეს ძალისხმევა დადებითი და გრძელვადიანი შედეგების მომტანი იქნება ქვეყნის ტურისტული პოტენციალის მეტად განვითარებისთვის.

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker