Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ემა უოტსონმა სამუშაო ადგილზე შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლას დაუჭირა მხარი

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2019-08-15

მსახიობმა ემა უოტსონმა, რომელიც ცნობილია გაერო-სთან და Time’s Up– თან  მჭიდრო თანამშრომლობით, დაუჭირა მხარი დიდ ბრიტანეთში ცხელი ხაზის ამოქმედებას.  ცხელი ხაზი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც განიცდიან სექსუალურ შევიწროებას სამუშაო ადგილზე.

ემა უოტსონმა ფონდში, რომელიც დიდ ბრიტანეთში სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ შეიქმნა, 1 000 000 დოლარი გადარიცხა, რაც სხვა შემომწირველების კონტრიბუციასთან ერთად  ცხელი ხაზის შექმნის საფუძველი გახდა.

 

ფონდი სხვადასხვა ცნობილი მსახიობის მიერ არის შექმნილი და მისი მიზანია სექსუალური შევიწროების ფაქტების შემცირება.

 

"ქალების ნახევარი და 18-დან 24-წლამდე ქალების ორი მესამედი განიცდის სექსუალურ შევიწროებას სამუშაო ადგილზე. ინგლისსა და უელსში ყოველი ხუთი ქალიდან ერთი მაინც ყოფილა სექსუალური შევიწროების მსხვერპლი 16 წლის შემდეგ. ეს ყველაფერი არ უნდა იყოს შეწყნარებული და ნორმად მიღებული. ჩვენ შეგვიძლია უკეთესები ვიყოთ" - თქვა ემა უოტსონმა.

 

 

ცხელი ხაზი იმუშავებს დიდ ბრიტანეთში და მის ფუნქციონირებას  მხარს უჭერენ ფონდი „Justice and Equality“, ქალთა და გოგონათა დახმარების ფონდი Rosa და იურიდიული ორგანიზაცია „Rights of Women“.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker