Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ირანში გარდაიცვალა ქალი, რომელსაც საფეხბურთო მატჩზე დასწრების გამო დაპატიმრება ემუქრებოდა

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2019-09-11

ირანში, ქალი, რომელიც ინტერნეტში "ლურჯ გოგონად" მონათლეს, სასამართლო დარბაზში თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

30 წლის საჰარ ჰოდაიარი (Sahar Khodayari), პოლიციამ მარტში დააკავა, როდესაც ის კაცის ტანსაცმელში გადაცმული ცდილობდა საფეხბუთო კლუბის "ეშტეგლალის" მატჩზე შეღწევას. პოლიციამ ჰოდაიარი 3 დღით დააპატიმრა, თუმცა ის გირაოთი გაათავისუფლეს.

 

გასულ კვირას, სასამართლო სხდომაზე, ჰოდაიარს აცნობეს, რომ მას ექვსი თვიდან ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამის შემდეგ მან სასამართლოს დარბაზში თავის დაწვა სცადა,  რის შედეგადაც თეირანის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

ჰოდაიარის დაღუპვამ ინტერნეტში პროტესტის დიდი ტალღა გამოიწვია. ბევრმა FIFA– ს ხელმძღვანელობას მიმართა და მოითხოვა, რომ ირანს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება აეკრძალოს,  გულშემატკივრებს კი მატჩების ბოიკოტისკენ მოუწოდეს.

 

ყოფილი „ბავარიის“ ფეხბურთელი და ირანის ეროვნული ნაკრების ლეგენდა ალი ქარიმი საფეხბურთო მატჩებზე ქალების დასწრების აკრძალვის წინააღმდეგ გამოვიდა და  თანამემამულეებს, ჰოდაიარის გარდაცვალების გამო პროტესტის ნიშნად, მატჩების ბოიკოტისკენ მოუწოდა.

 

1979 წლის რევოლუციის შემდეგ, ირანში ქალებს საფეხბურთო მატჩებზე დასწრება აეკრძალათ, თუმცა ამას ბევრი არ შეუშინდა და სხვადასხვა ხერხებით ცდილობს სატიონზე შეღწევას.

 

2018 წელს, ფიფას პრეზიდენტის - ჯანი ინფანტინოს თეირანში ვიზიტისას, 35 ქალი დააკავეს, რომლებიც პერსპოლისი - ეშტეგლალის მატჩზე შეპარვას ცდილობდნენ.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker