Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

გერმანიაში ქალებისთვის კაბის ქვეშ ფარულად ფოტოსა და ვიდეოს გადაღება დასჯადი გახდება

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2019-09-16

გერმანიაში ჯერ კიდევ არ არსებობს კანონი, რომელიც კრძალავს ქალებისთვის კაბის ქვეშ ფარულად ფოტოსა და ვიდეოს გადაღებას (აპსკერტინგი (ინგლ. upskirting –“კაბის აწევა”). დამნაშავედ ითვლება მხოლოდ ის პირი, რომელიც ასეთ სურათებს ან ვიდეოებს ავრცელებს.

 

ორმა გოგონამ სამხრეთ გერმანიის ქალაქ ლუდვიგსბურგიდან, რომელთაგან ერთი ორჯერ გახდა აპსკერტინგის მსხვერპლი, გადაწყვიტა აქტიურად გაუმკლავდეს ამ პრობლემას.

 

მათ წამოიწყეს ფართომასშტაბიანი კამპანია აპსკერტინგის წინააღმდეგ, რომლის ფარგლებში შეიქმნა პეტიცია ახალი კანონმდებლობის მიღების მოთხოვნით. პეტიციამ დიდი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში და მას უკვე 90,000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

 

გერმანიის იუსტიციის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა (Christine Lambrecht) განაცხადა, რომ მისმა უწყებამ უკვე დაიწყო კანონპროექტზე მუშაობა.

 

აპსკერტინგი გახდა სერიოზული პრობლემა განსაკუთრებით სმარტფონების გამოჩენის შემდეგ. სწორედ ამიტომაც უკვე რამდნიმე ქვეყნაში შესაბამისი მუხლები კანონში უკვე მიიღეს, თუმცა ასეთი ქვეყნების რაოდენობა ჯერჯერობით ძალზე მცირეა.

 

მაგალითად, ავსტრალიაში, აშშ-ი, ინდოეთში, ფინეთში, ახალ ზელანდიაში, შოტლანდიაში და საფრანგეთში, აპსკერტინგის მსხვერპლი კანონით არის დაცული.

 

2019 წელს, ონლაინ პეტიციის გამოქვეყნების შემდეგ, ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც ინგლისში და უელსში აპსკერტინგი დასჯადი გახდა.

 

დოკუმენტის თანახმად "ოპერირებული მოწყობილობით" სხვა ადამიანის ტანსაცმლის ქვეშ გენიტალიების, უკანალის ან ქვედა საცვლის ფოტო/ვიდეო გადაღება  აღიარებულია, როგორც ვუაიერიზმის ნაირსახეობად და ისჯება ჯარიმით ან პატიმრობით ორი წლის ვადით.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker