Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

თქვენ ოცნებები და ბავშვობა მომპარეთ. როგორ ბედავთ ამას?! - 16 წლის შვედი ეკოაქტივისტი მსოფლიო ლიდერებს მიმართავს

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2019-09-25

16 წლის შვედმა ეკოაქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა გაეროს მაღალი ტრიბუნიდან დაადანაშაულა ნიუ – იორკში მიმდინარე კლიმატის სამიტის მონაწილეები ყბედობაში, უმოქმედობაში და აღნიშნა, რომ მათ ბავშვობა და ოცნებები მოპარეს.
გრეტამ გაეროს სამიტის მონაწილეებს შეახსენა, რომ სანამ ხელისუფლების წარმომადგენლებს მხოლოდ ფული და დაუსრულებელი ეკონომიკური ზრდა აინტერესებთ, მსოფლიოში იღუპება ხალხი და ნადგურდება ეკოსისტემები.
 

 

"ეს ყველაფერი არასწორია. მე აქ არ უნდა ვიყო, სკოლაში უნდა ვბრუნდებოდე. თქვენი ყბედობებით მომპარეთ ოცნებები და ბავშვობა. იწყება სიცოცხლის მასობრივი განადგურება, მაგრამ ერთადერთი რაზეც თქვენ ლაპარაკი შეგიძლიათ - ეს არის ფული და ზღაპრები დაუსრულებელ ეკონომიკურ ზრდაზე. როგორ ბედავთ ამას?!

 

30 წლის განმავლობაში მეცნიერება მკაფიოდ მიანიშნებდა გლობალური დათბობის საფრთხეზე. თქვენ აცხადებთ, რომ გესმით ის, თუ რამდენად სერიოზულია პრობლემა. მაგრამ მე არ მჯერა ამის: თქვენ რომ ყველაფერი გესმოდეთ, მაგრამ ამის შესაცვლელად არაფერს აკეთებდეთ, ეს იქნებოდა ბოროტება.

 

პოპულარული წინადადებაა იმის შესახებ, რომ ათი წლის განმავლობაში ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვების ორჯერ შემცირება მოგვცემს 50%-იან ალბათობას იმისა, რომ პლანეტაზე ტემპერატურა 1.5 გრადუსზე მეტად არ გაიზრდება [XXI საუკუნის ბოლომდე].

 

შესაძლოა თქვენ გაწყობთ 50%. მაგრამ ეს პროგნოზი გათვლილია იმაზე, რომ ჩემი თაობა და ჩემი თაობის ბავშვები გაწმენდენ ჰაერს თქვენი ასობით მილიარდი ტონის ნახშიროჟანგის აირისგან ტექნოლოგიების დახმარებით, რომლებიც თითქმის არც არსებობს. 50%იანი რისკი ჩვენ არ გვაწყობს - რადგან სწორედ ჩვენ გვექნება საქმე შედეგებთან.

 

თქვენ ჩვენ გვღალატობთ. მაგრამ ჩვენ ვიწყებთ იმის გაგებას, რომ თქვენ ხართ მოღალატეები. თქვენი მომავალი თაობები შემოგყურებენ. და თუ თქვენ მოგვატყუებთ, ჩვენ არასდროს გაპატიებთ. მსოფლიო იღვიძებს. ცვლილებები გარდაუვალია, გინდათ ეს თქვენ თუ არა." - განაცხადა ტუმბერგმა.

 

 

 

 

 

ტუმბერგის სიტყვით გამოსვლას სიცილითა და ტაშით შეხვდნენ, სოციალურ ქსელში მის მიმართ არაერთი დამაბულინგებელი პოსტი გამოაქვეყნეს. ბევრს არ სჯერა გოგონას გულწრფელობის და მიაჩნია, რომ მის უკან ცინიკური ლობისტები დგანან.

 

მის გამოსვლას გამოეხმაურა ასევე ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და "ტვიტერზე" პოსტი გამოაქვეყნა. "ძალიან ბედნიერი ახალგაზრდა გოგო ჩანს, ნათელი და მშვენიერი მომავლის მოლოდინში. ისეთი კარგი სანახავია" - წერს ტრამპი.

 

15 მოსწავლესთან ერთად ტუმბერგმა შეიტანა საჩივარი გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტში ხუთი ქვეყნის (არგენტინა, ბრაზილია, თურქეთი, გერმანია და საფრანგეთი) წინააღმდეგ.

 

ტუნბერგს მიაჩნია, რომ ეს ქვეყნები ეფექტურად არ იბრძვიან გლობალური დათბობის წინააღმდეგ და ამით არღვევენ ბავშვთა უფლებების კონვენციას.
გასულ კვირას ტუნბერგი ბარაკ ობამას შეხვდა.

 

”გრეტა აცნობიერებს, რომ მისი თაობა შესაძლოა გლობალური დათბობის გამოწვევების წინაშე აღმოჩნდეს და მას არ ეშინია მოითხოვოს რეალური მოქმედების ჩატარება ამ პროცესების შესაჩერებლად,” - დაწერა ობამამ ტუნბერგთან შეხვედრის შემდეგ.

 

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, გრეტა ტუნბერგის მომხრეების ინიციატივა ყურადსაღებია და დაარწმუნა საზოგადოება, რომ საფრანგეთი არ აპირებს ინვესტიციების ჩადებას ისეთ ინიციატივებში, რომლებიც დააზიანებს გარემოს.

 

”ჩვენ ასე უბრალოდ ვერ ვიჯდებით და ვერ ვუყურებთ ახალგაზრდობის პროტესტს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით და ვერ ვუპასუხებთ ამაზე: ”ყველაფერი წესრიგშია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ სწორად“. ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ მიზნისგან”, - განაცხადა მაკრონმა.

 

შეგახსენებთ, გრეტა ტუნბერგმა რამდენიმე კვირის წინ ატლანტის ოკეანე იალქნიანი ნავით გადაცურა, რომ გაეროს კლიმატის ცვლილებების შესახებ დაგეგმილ სამიტში მონაწილეობა მიეღო. 2019 წელს გრეტა ტუნბერგი შვედმა პოლიტიკოსებმა იენს ჰოლმმა და იოჰან სვენელინგმა ნობელის პრემიაზე წარადგინეს.

 

2018 წელს, ეკოაქტივისტმა სტოკჰოლმის პარლამენტის შენობასთან გაფიცვა მოაწყო და აცხადებდა, რომ აღარ ივლის სკოლაში პარასკევობით, ვიდრე პოლიტიკოსები პარიზის კლიმატის შეთანხმებას არ შეასრულებენ.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker