Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

440 წყვილი შავი ფეხსაცმელი, მოკლული ქალების ხსენებისთვის

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2019-09-25

თურქული ორგანიზაციის „Kadin Cinayetlerini Durduracagiz Platformu“-ის (პლატფორმა „ჩვენ შევაჩერებთ ქალთა მკვლელობებს“) ანგარიშის თანახმად, 2018 წელს ქვეყანაში დაახლოებით 440 ქალი იყო მოკლული ქმრის ან პარტნიორის მიერ, 2019 წლის აგვისტოში კი 49 ქალი.

 

 

ამ პრობლემისადმი საზოგადოების ყურადღების მიქცევის მიზნით, მხატვარმა ვაჰიტ ტუნამ სტამბულის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე (Meclis-i Mebusan Street) პერფორმანსი მოაწყო და სახლის კედელზე 440 წყვილი ქალის შავი ფეხსაცმელი გამოფინა.

 

”ჩვენ ვერ დავიცავით მოკლული ქალები, ისინი გაქრნენ. ფეხსაცმელი კი გვახსენებს იმას, რომ დღესაც არ შეგვიძლია სათანადოთ დავიცვათ ისინი, ”- განაცხადა მხატვარმა.

 


 

ბოლო 5 წლის განმავლობაში მხატვარი თურქეთში არსებული ქალთა მიმართ ძალადობის  პრობლემებით დაინტერესდა. 2016 წელს მან 16 წლის გოგონას, ჰატიჯე ტაშკინის მკვლელობის შესახებ შეიტყო, რომელიც ერთ-ერთ თურქულ სოფელში საყვარელმა მამაკაცმა მოკლა. თავისი შემოქმედებით, ტუნამი ცდილობს თურქულ საზოგადოებას ქალთა მიმართ ძალადობის მზარდ ტენდენციებზე  და ამგვარი დანაშაულების არასათანადოდ გამოძიების შესახებ აცნობოს. მხატვარი თვლის, რომ ასეთი პერფორმანსების მოწყობით შეძლებს საზოგადოებისთვის ინფორმაციის ყველაზე ეფექტურად მიწოდებას.

 

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების სტატისტიკის მიხედვით, თურქეთში ფიქსირდება ქალთა მკვლელობების მზარდი სტატისტიკა. ასე 2013-დან 2017 წლამდე, ქმრის, ნათესავისა ან პარტნიორის მიერ მოკლული ქალთა რაოდენობა 75% -ით გაიზარდა.

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker