კატეგორია: სპორტი  2019-10-18
ახალგაზრდა ძიუდოისტმა ევროპის ჩემპიონობის შემდეგ მორიგი ტიტული მოიპოვა.
მაროკოში მიმდინარე ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა იაპონელი კანაკო ჰაკამატა ეფექტური იპონით დაამარცხა.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე ლიპარტელიანმა 4 შეხვედრა გამართა და ოთხივე იპონით გაიმარჯვა.
ახალგარზდა ძიუდოისტმა უნგრელი ანდრეა კარმანი , სლოვენიელი კაია კაიზერი , ჰოლანდიელი შანონ ვან დე მეებერგი და სამხრეთ კორეელი მიმი ჰიჰუ დაამარცხა.
აღსანიშნავია , რომ ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
|