Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

შეხვედრა წაღვლის თემის მოსახლეობასა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2019-10-28

არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა საინფორმაციო ცენტრმა გამართა შემაჯამებელი შეხვედრა/ტრენინგის უკუკავშირი გამყოფ ხაზთან მდებარე ხაშურის მუნიციპალიტეტის წაღვლის თემის (სოფლები ჩორჩანა და წაღვლი) მოსახლეობისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის.

 

შეხვედრაზე წარდგენილი იყო გამყოფ ხაზთან მდებარე წაღვლის თემის სოფლების- ჩორჩანასა და წაღვლის მოსახლეობის საჭიროებათა კვლევისა და თემში მოქმედი ქალთა საინიციატივო ჯგუფების სამუშაო დოკუმენტის პრეზენტაციები.

 

ასევე განხილული იქნა კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემური საკითხების ადვოკატირების შედეგები და ამ მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა.

 

შეხვედრაზე ასევე განიხილა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ,,ღია კარის დღეზე’’ წაღვლის თემის წარმომადგენლების მონაწილეობის შესაძლებლობა.

 

წაღვლის თემის მოსახლეობას, პრობლემების ადვოკატირების მიზნით, შეხვდნენ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი; პარლამენტის ადამიანის უფლებათა სამდივნოს წარმომადგენელი მერი ქაჯაია; გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიიას წევრი– გიორგი თუმანიშვილი.

 

შეხვედრა გაიმართა პროექტის ,,ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მცხოვრები ქალების მონაწილეობა კარგი მმათველობისთვის ‘’ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ქალთა საინფორმაციო ცენტრი ავსტრიის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით.

 

 

 

 

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker