კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 2019-10-28
კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტას პირველი ქალი მერი ჰყავს. არჩევნები კლაუდია ლოპესმა მოიგო. ლოპესმა ამომრჩეველთა1 მილიონზე მეტი ხმა (35,5%) მიიღო, მისმა ოპონენტმა, დამოუკიდებელმა კანდიდატმა კარლოს გალანმა კი 32,5%.
ახალი მერის მთავარი დაპირება ქალაქში უსაფრთხოების ნორმების გაძლიერება, ბავშვთა უფლებების დაცვა და საგანმანათლებლო სფეროს გაძლიერება იყო.
აღსანიშნავია, რომ კოლუმბიაში, ბოგოტას მერობა პრეზიდენტის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობაა.
ყოფილი სენატორი, ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი კლაუდია ლოპესი საქმიანობას ოფიციალურად 2020 წლის 1-ელ იანვარს დაიწყებს.
|