Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მაკო გომური დაზარალებულად ცნეს

კატეგორია: მოვლენები 
2019-11-12

პროკურატურამ „გავრილოვის ღამის“ ერთ-ერთი დაზარალებული მაკო გომური, რომელმაც თვალი დაკარგა, დაზარალებულად ცნო.

 

პროკურატურის ინფორმაციით, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ ომარ სეხნიაშვილსა და მირზა ლიპარტელიანსაც, თუმცა არა გიორგი სულაშვილს, რომელმაც, მაკო გომურის მსგავსად, თვალი დაკარგა.

 

"რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა პირების დაზარალებულად ცნობის საკითხს, საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რის შესახებაც საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია", — აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

 

 

„ამდენხნიანი ლოდინის, ტანჯვის, ტკივილის, მეტროში თვალის ამოვარდნების, უამრავი მზერის შემდეგ მაინც გავიმარჯვე. 5 თვის შემდეგ, მაგრამ მაინც“ - ასეთია მაკო გომურის რეაქცია პროკურატურის მიერ მის დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით.

 

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა, სადაც აღნიშნავს რომ ეს ყველაზე მინიმალური იყო, რაც მისთვის გააკეთეს. „ამით არ მთავრდება ყველაფერი,პირიქით იწყება“ - აღნიშნავს მაკო გომური და აქვე კითხვას სვამს, თუ რატომ არ ცნეს დაზარალებულად 20 ივნისის აქციაზე დაშავებული გიორგი სულაშვილი, რომელსაც მისი თქმით, სახე მასზე მეტად ჰქონდა ტრავმირებული.

 

 

 

 

20-21 ივნისის ღამეს სამართალდამცავებმა აქცია ძალის გადამეტებით დაშალეს. ამ ღამეს დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი, მათ შორის ორმა დაკარგა თვალი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker