Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Женщины могут, женщины действуют, женщины меняют!

Ge

En

Ru

აზერბაიჯანში სელექციური აბორტების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი კამპანია იწყება

Категория: Гендер на Кавказе 
2019-11-12

აზერბაიჯანში ბავშვის სქესის არჩევისას გენდერული სტერეოტიპის აღმოფხვრის ეროვნული სამოქმედო გეგმა შემუშავდა, რომელიც დასამტკიცებლად რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში გადაიგზავნა. დოკუმენტი მოიცავს  2019 წლიდან 2022 წლამდე პერიოდს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

სამოქმედო გეგმის თანახმად აზერბაიჯანელ ქალებს შეეძლებათ თავად აირჩიონ თუ როდის გავიდნენ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებაში. შესაბამისი ცვლილება შრომის კოდექსში შევა.

 

დღეს აზერბაიჯანში ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება 126 კალენდარულ დღეს შეადგენს და ჩვეულებრივ გრძელდება ორსულობის მეშვიდე თვიდან ბავშვის დაბადების მეორე თვემდე.

 

კოდექსში შეტანილი ცვლილებებით შესაძლებელი გახდება დეკრეტულ შვებულებაში მშობიარობის შემდეგ  გასვლა და ამით ბავშვზე ზრუნვის პერიოდის ორი თვით გაგრძელება.

 

კიდევ ერთი ინოვაცია ეხება კაცებისთვის ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების უზრუნველყოფას. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ გამორიცხავს ასეთ შესაძლებლობას, ჯერჯერობით კაცები არ სარგებლობენ ამ უფლებით და ახლი ცვლილებებით მამებისთვის უფრო ხელსაყრელი პირობები შეიქმნება.

 

აღსანიშნავია, რომ ინიციატივები ფართომასშტაბიანი კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანია რესპუბლიკაში გოგონების დაბადების წახალისება.

 

აზერბაიჯანში ორსულობის სელექციური შეწყვეტის შემთხვევების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ახალშობილთა სქესობრივი თანაფარდობის დარღვევის მაჩვენებლით აზერბაიჯანი მეორე ადგილს იკავებს მსოფლიოში. რესპუბლიკაში სტატისტიკური მონაცემებით ყოველ 100 ახალშობილ გოგონაზე 117 ბიჭი მოდის და სწორედ სელექციური აბორტების ფენომენითაა გამოწვეული ახალშობილთა შორის არსებული გენდერული დისბალანსი.

 

საერთო ჯამში, აზერბაიჯანში დამოუკიდებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში 70-დან 75 ათასამდე სელექციური აბორტი გაკეთდა. შესაბამისად, გოგონების ეს რიცხვი არ დაიბადა ამ სოციალური ფენომენის გამო.

 

აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, 2019 წლის იანვრიდან ივნისამდე, რესპუბლიკაში 66687 ბავშვი დაიბადა. აქედან 53.4% ბიჭები არიან, ხოლო 46.6% გოგონა.

 

ოჯახები, რომლებსაც მხოლოდ ვაჟის ყოლა სურთ, ულტრაბგერითი გამოკვლევის შემდეგ, ორსულობის მესამე თვეში იშორებენ ნაყოფს იმ შემთხვევაში, თუკი გოგონაა ჩასახული.

 

ეროვნული სამოქმედო გეგმის თანახმად, გოგონებს უფრო მეტი შესაძლებლობები შეექმნებათ განათლებისა და კარიერული ზრდისთვის. მათ ხელი შეეწყობათ მაღალანაზღაურებადი პროფესიების არჩევაში, მიზნობრივი სტუდენტური სტიპენდიების მიღებაში, უზრუნველყოფილი იქნება მათი წვდომა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე კერძო და საჯარო სექტორებში.

 

დოკუმენტის მიხედვით, ოჯახის, ქალთა და ბავშვთა საქმეთა სახელმწიფო კომიტეტმა უნდა უზრუნველყოს კვოტის გაზრდა ქალი კანდიდატებისთვის პარლამენტსა და მუნიციპალიტეტებში არჩევნების დროს.

 

გარდა ამისა, გოგონების შობადობის გაზრდის პოპულარიზაციის მიზნით კამპანიაში ასევე ჩაერთვებიან რელიგიური ლიდერები, ადგილობრივი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

 

2011 წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ნაყოფის სქესის „პრენატალური არჩევის“ ტრადიციის არსებობის დამამტკიცებელი არგუმენტები არსებობდა. მაშინ აზერბნაიჯანული საზოგადოება პირველად დაფიქრდა ამ საკითხზე. ჩინოვნიკები სხვადასხვა სახის რეგულაციების დანერგვის ინიციატივით გამოვიდნენ. ზოგიერთი აღნიშნავდა, რომ მშობლებისათვის ბავშვის სქესის გამჟღავნება უნდა აკრძალულიყო, სხვები კი აბორტების საყოველთაო კრიმინალიზაციას ემხრობოდნენ. მაგრამ უმრავლესობამ ასეთი რადიკალურ ზომების მიღებას მხარი არ დაუჭირა.

Предыдущая страница 

Webmaster

 

Анонсы

Фонд Молодых Феминисток объявил запуск 4-го конкурса грантов

Насилие в отношении женщин это преступление - остановим!

Омбудсмен Грузии объявил конкурс "Журналисты за права женщин"

 

Видеоархив

Отношение молодежи к вопросам гендерного равенства

 

Гендерная политика

Президентом Греции впервые избрана женщина

В Британии в парламент прошло рекордное количество женщин

Кабмин Финляндии возглавит самая молодая премьер-министр в мире

 

Фотоархив

Официальный визит шведских политиков

 

Треффикинг

В рабство через интернет. Как продают и покупают домработниц в Кувейте

Принудительный труд - самая распространенная форма рабства в Европе

Торговля людьми процветает во всех без исключения странах и регионах

 

Горячая линия

Тел.: 116 006

Горячая линия для жертв домашнего насилия

Тел.: 2 100 229

Горячая линия для жертв торговли людьми

Тел.: 2 26 16 27

Горячая линия Национальной сети против насилия (НПО)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker