Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ინდოეთში ქალის ახალმა ჯგუფურმა გაუპატიურების და მკვლელობის ფაქტმა მასობრივი პროტესტი გამოიწვია

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2019-12-03

ინდოეთში 27 წლის ქალის ჯგუფურმა გაუპატიურებამ და მკვლელობამ მასობრივი პროტესტი გამოიწვია. მომიტინგეები მოითხოვენ მოძალადეების სიკვდილით დასჯას და ქალების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სასწრაფო ზომების მიღებას.

 

გასულ კვირას, ქალის გაუჩინარების შესახებ, რომელიც ქალაქ ჰაიდარაბადში ვეტერინარად მუშაობდა, მისმა ოჯახმა განაცხადა.

პოლიციის ინფორმაციის თანახმად, ქალი ჯგუფურად გააუპატიურეს, მოკლეს და შემდეგ დაწვეს.

 

მკვლელებმა მისი სკუტერის ბორბლები დააზიანეს, შემდეგ კი მას დახმარება შესთავაზეს. პოლიციამ დანაშაულში ეჭვმიტანილი 20-დან და 28 წლამდე ასაკის ოთხი ადამიანი დააკავა.

პარასკევს, ქალის სახელი გახდა ერთ – ერთი ყველაზე ხშირად ნახსენები Twitter– ზე, ინდოეთში. სოციალური ქსელების მომხმარებლები მოითხოვდნენ სამართლიანობას და მკვლელების დასჯას. ასევე სოციალურ ქსელებში გავრცელდა მოკლული ქალის ფოტოები.

 

ჰაიდარაბადში მომხდარმა მკვლელობამ საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია. მოსახლეობა, ისევე როგორც პოლიტიკოსები, დამნაშავეების სიკვდილით დასჯას მოითხოდნენ.

გასულ კვირას საპროტესტო აქციები მთელ ინდოეთში ჩატარდა. მომიტინგეებმა ასევე პატივი მიაგეს მოკლული ქალის ხსოვნას.

 

 

 

ორშაბათს, 2 დეკემბერს, პარლამენტარებმა ქალების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოითხოვეს მთავრობისგან სასწრაფო ზომების მიღება.

 

მთავრობის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2017 წელს ინდოეთში 33,600 ანუ  ყაველდღიურად 90-ზე მეტი ქალი ხდება ძალადობის მსხვერპლი. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ინდოეთში ყოველ 15 წუთში მინიმუმ ერთი ბავშვი ხდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ექსპერტები ამბობენ, რომ რეალურად მსხვერპლთა რიცხვი ბევრად მეტია.

 

ინდოეთის პრემიერ- მინისტრს ნარენდრა მოდის ჯერ არ გაუკეთებია განცხადება ქალაქ ჰაიდარაბადში ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker