Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

უკრაინელმა Miss World-ის ორგანიზატორების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2019-12-03

უკრაინელმა მოდელმა ვერონიკა დიდუსენკომ Miss World-ის ორგანიზატორების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და ამტკიცებს, რომ სილამაზის კონკურსის არსებული წესები დისკრიმინაციულია. დიდუსენკოს აეკრძალა კონკურსში მონაწილეობა იმ მიზეზით, რომ მოდელს შვილი ჰყავს.

 

24 წლის ვერონიკა დიდუსენკო, რომელსაც ხუთი წლის ვაჟი ჰყავს, გასული წლის სექტემბერში მის უკრაინა გახდა, თუმცა რამდენიმე დღეში მას ტიტული ჩამოერთვა. შოუს წესების თანახმად, გამარჯვებული არ შეიძლება დაქორწინებული იყოს და შვილი ჰყავდეს.

 

დიდუსენკოს განცხადებით, Miss World-ის კონკურსის წესები, 2010 წლის ბრიტანეთის თანასწორობის შესახებ კანონის შესაბამისად დისკრიმინაციულია.
დიდუსენკო დაჟინებით მოითხოვს სილამაზის კონკურსის წესების შეცვლას.

 

”მე არ მინდა დავიბრუნო უკან მის უკრაინის გვირგვინი. მე წესების შევცვა მსურს. ეს წესები ქმნის პოლიტიკას, რომელიც მრავალ ქვეყანაში დისკრიმინაციას იწვევს. წელს, Miss World-ის 69-ე ფინალი ლონდონში, 14 დეკემბერს გაიმართება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს საუკეთესო მომენტია კონკურსის წარმომადგენლებისთვის, რომ ცვლილებები მოახდინონ, "- განაცხადა ვერონიკა დიდუსენკომ.

 

2018 წლის 20 სექტემბერს კიევში გაიმართა კონკურსის მის უკრაინას გრანდიოზული ფინალი. სხვადასხვა რეგიონიდან 25 ლამაზმანი იბრძოდა მთავარი გვირგვინისთვის, მაგრამ გამარჯვება ვერონიკა დიდუსენკომ მოიპოვა. თუმცა, უკვე 4 დღის შემდეგ სოციალურ მისი შვილის ფოტო და ინფორმაცია ქორწინების შესახებ აღმოაჩინეს.

 

 

 

საერთაშორისო შოუს წესების თანახმად კი, გამარჯვებული არ შეიძლება დაქორწინებული იყოს ან შვილი ჰყავდეს.

 

დიდუსენკოს ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ისინი ასევე აპირებენ სარჩელის შეტანას დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოში - ბრიტანეთის თანასწორობისა და ადამიანის უფლებების კომისიაში.

 

მის მსოფლიო კონკურსის ორგანიზატორებს, რომლის სათაო ოფისი ლონდონშია, ჯერ არ გაუკეთებიათ განცხადება.

 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სილამაზის კონკურსების გამარჯვებულებს ტიტულს ართმევენ. 2019 წლის აპრილში ჯოის პრადომ Miss Universe Bolivia 2018-ის ტიტული დაკარგა, როდესაც მან აღიარა, რომ ორსულად იყო.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker