Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

სასამართლომ ცოლის გაუპატიურებისა და ცემისთვის კაცს 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2019-12-05

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლის გაუპატიურებასა და ცემაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


პროკურატურის ინფორმაციით, დადგინდა, რომ კაცმა 2019 წლის 25 თებერვალს ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სახის არეში ხელი დაარტყა და ტუჩი გაუხეთქა. მეორე დღეს კი - 26 თებერვალს, ღამის საათებში ქალი მანქანით წაიყვანა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გააუპატიურა.

 

უწყებაში აღნიშნავენ, რომ კაცი თბილისში 3 მარტს დააკავეს და ბრალი ორი მუხლით წარუდგინეს - ოჯახის წევრის გაუპატიურება (სისხლის სამართლის კოდექსის 111-137-ე მუხლის პირველი ნაწილი) და ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია (სისხლის სამართლის კოდექსის 126' მუხლის პირველი ნაწილი.

 

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და ცოლის მიმართ ძალადობის და გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული ი.ჩ. დამნაშავედ ცნო.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker